BOG-ის ახალი CEO ინვესტიციების გაზრდაზე აცხადებს

თბილისი (BPI) -„საქართველოს ბანკის უნიკალური შეთავაზება ჩვენი დაგროვილი ქონების მართვის კლიენტებისთვის, სტაბილურობას და მიმზიდველ ამონაგებთან ერთად, არის ის შესაძლებლობები, რასაც საქართველოში ინვესტირება ჰქვია. ამ მიმართულებით დიდია ინტერესია ჩვენი კლიენტების მხრიდან ” – განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ. 

მან საბანკო სისტემისადმი მაღალ ნდობაზე აღნიშნა -“ჩვენი მიზანია, გავაცნოთ ჩვენს კლიენტებს საქართველო – როგორც მზარდი ეკონომიკის და განვითარებაზე ორიენტირებული მიზნების მქონე ქვეყანა. საამაყოა, რომ ეს პროცესი სწორედ ისტორიული შენობიდან წარიმართება და სიმბოლურია, რომ ამ შენობაში პირველი ქართული ბანკი იყო განთავსებული“.

 საქართველოს ბანკი დაგროვილი ქონების მართვის  მიმართულებით 2005 წლიდან მუშაობს. წარმომადგენლობითი ოფისებით, ოპერირებს აღმოსავლეთ ევროპაში, ასევე ახლო აღმოსავლეთსა და დიდ ბრიტანეთში.

როგორც იცით, ჯგუფის გამორჩელი წევრი არჩილ გაჩეჩილაძე, ბანკში “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” მფლობელ Georgia Global Utilities (“GGU”)-დან უკან დაბრუნდა. მისმა წინამორბედმა კახა კიკნაველიძემ თანამდებობა დატოვა, თუმცა ჯერ-ჯერობით მრჩევლად რჩება.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი და იუნისეფი იწყებენ თანამშრომლობას განახლებადი ენერგიის, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის მიზნით

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ …