BMatch ტერმინალზე ბანკები “თვალახვეული” ვაჭრობენ

თბილისი (BPI) – ლარი, სებ-ის ოფიციალური კურსით, $1/3.4563 -დან  $1/3.14 მდეა გამყარებული. გლობალურ გაურკვევლობის ხარისხი, მპკ-მდე (29/04) რაიმე დაშვებების შესაძლებლობას გამორიცხავს. მპკ-მდე კი 19 დღე რჩება. cov-ის პირველი შემთხვევიდან (26/02) 56 დღე გავიდა.

25 მარტიდან, სებ-ის ბოლო $40 მილიონიანი ინტერვენციიდან, 16 დღე გავიდა და სებ-ს არც ინტერვენციისთვის მიუმართავს და არც დაანონსებული პირდაპირი ვაჭრობა დაუწყია. მოვლენები სწრაფად იცვლება, გაურკვევლობა იზრდება, რაც პროგნოზების შესაძლებლობას ზღუდავს.

ფაქტების მიხედვით (წყარო: სებ-ი)  სისტემას აქვს უცხოური ვალუტის ჭარბი ლიკვიდობა, შესაბამისად, გაზრდილია ლარზე მოთხოვნა; სექტორისთვის ეროვნული ვალუტის ლიკვიდობის უწყვეტად მიწოდებისთვის სებ-ს რამდენიმე ინსტრუმენტი აქვს, მათ შორის რეფინანსირების სესხი და სვოპ ოპერაციები. ვალუტის ლიკვიდობის მიწოდებისთვის, საერთაშორისო რეზერვები, მათ შორის, სებ-ში ბანკების დარეზერვებული $1.4 მლრდ

სებ-ს პორტფელში რეზერვების შევსებისთვის კარგ დროს დაგროვილი $3 მილიარდის გარდა, ექნება სსფ-ს დაფინანსება, რომელსაც სხვა საფინანსო ინსტიტუტების თანხებიც მოყვება.

სებ-ის ინფორმაციით, სავალუტო ბაზარზე  პირდაპირი ჩარევის ბლუმბერგის BMatch ტერმინალი ჯერ არ გამოუყენებია. ჯერ ბანკები სარგებლობენ. და სხვა პროფილის კომპანიების დამატებაც იგეგმება,  თუმცა პირობები განხსხვავებული იქნება

BMatch -ზე ვაჭრობის წესები ბლუმბერგის  ერთიან სისტემაში  მოქმედი სტანდარტული ვაჭრობის წესებისგან განსხვავებულია. ერთიან სისტემაში შეთავაზებებისას მყიდველი და გამყიდველი ერთმანეთს ვერ ხედავს, თუმცა შემდეგ მორიგება შესაძლებელია, ანუ ვაჭრობა. BMatch -ზე კი გარიგება  შეთავაზებების დამთხვევის  შემთხვევაში იდება. მყიდველის  შეთავაზებული ფასი, ასევე მოცულობა გამყიდველის განაცხადს უნდა დაემთხვეს. შეთავაზებებს  მხოლოდ  ეროვნული ბანკი ხედავს.

სებ-ი ბლუმბერგის მოედანზეა  2009 წლიდან. სავაჭრო სისტემას იყენებდა მანდატის ფარგლებში, სხვადასხვა მიზნით, მათ შორის ინტერვენციებისას, 13/19/25 მარტსაც გამოიყენა $20/40/40 მლნ-ის გასაყიდ აუქციონებისთვის. სისტემით სარგებლობის თვის საფასური $1 970 -ია.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი და იუნისეფი იწყებენ თანამშრომლობას განახლებადი ენერგიის, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის მიზნით

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ …