ბიზნესომბუდსმენი: თამბაქოზე აქციზის ზრდაზე ინდუტრიის ინფორმირება მნიშვნელოვანია

თბილისი (BPI) – საქართველოს ბიზნესომბუდსმენი თამბაქოს ნაწარმზე აქციზის განაკვეთის დაგეგმილი ეტაპობრივი ზრდის შესახებ ინდუსტრიის ინფორმირების აუცილებლობაზე საუბრობს.

ირაკლი ლექვინაძე მიიჩნევს, რომ ადგილობრივ ბაზარზე გრძელვადიანი ეკონომიკური საქმიანობის დაგეგმვისთვის მნიშვნელოვანია ინდუსტრია სრულყოფილად უნდა იყოს ინფორმირებული ამ ცვლილებებთან დაკავშირებით.

“კერძო სექტორს საქმიანობის დასაგეგმად ჭირდება პროგნოზირებადი გარემო და ბიზნესისთვის წინასწარ შეტყობინების და კონსულტაციის გარეშე გადასახადის განაკვეთის ცვლილება აზიანებს ქვეყნის ბიზნეს გარემოს”, – მიიჩნევს ბიზნესომბუდსმენი.

ბიზნესომბუდსმენი იქვე მიათითებს, რომ საქართველომ თამბაქოს ნაწარმის აქციზზე 8 წელიწადში უნდა მიაღწიოს ევროპის საბჭოს დირექტივით გათვალისწინებულ მინიმალურ განაკვეთს, რაც გულისხმობს 1000 ღერ სიგარეტზე 90 ევროს აქციზის დაწესებას. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, აქციზის ზრდის გრძელვადიანი გეგმის არსებობა, რომელშიც გაწერილი იქნება გადასახადის ყოველწლიური ზრდა. 

საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატს განცხადებით თამბაქოს იმპორტიორმა კომპანიებმა მიმართეს. ბიზნესომბუდსმენის აპარატი იზიარებს თამბაქოს იმპორტიორების პოზიციას და მიზანშეწონილად მიჩნევს, შემუშავდეს თამბაქოს ნაწარმზე აქციზის განაკვეთის ზრდის გრაფიკი და გათვალისწინებული იქნეს ბიზნესის ინტერესები და ის რისკები, რაც შესაძლოა თან ახლდეს აქციზის განაკვეთის ცვლილებას. 

ბიზნესომბუდსმენის აპარატმა შესაბამისი სამართლებრივი დასკვნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს უკვე წარუდგინა.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …