უკრაინაში ბიზნესი სამუშაო ადგილების შენარჩუნებისა და შექმნისთვის კომპენსაციას მიიღებს

უკრაინის მთავრობა ახალ პროგრამაზე მუშაობს, რომელიც სამუშაო ადგილების შენარჩუნების და ზრდის შემთხვევაში მეწარმეებზე კომპენსაციის გაცემას ითვალისწინებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ როსტისლავ შურმამ ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გამოსვლისას გააკეთა.

ასევე მიმდინარეობს აქტიური მუშაობა უკრაინის განახლების სახელმწიფო პროგრამაზე, რომლის წყალობითაც დამატებითი სამუშაო ადგილები შეიქმნება.

„ვფიქრობ, რომ შევძლებთ ყოველ კვირაში განვავითაროთ და განვახორციელოთ რამდენიმე ახალი ინიციატივა. ყველა მათგანი ფოკუსირებული იქნება საგადასახადო სისტემის გამარტივებაზე, დაფინანსებითა და ლიკვიდურობით შემდგომ შევსებაზე და სამუშაო ადგილების შექმნის სტიმულირებაზე“, – აღნიშნა შურმამ.

 

შემთხვევითი სიახლე

დავით ნარმანიამ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია წაიკითხა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, პროფესორმა დავით ნარმანიამ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის …