პანკრეასის ბიოფსია ულტრაბგერითი მეთოდით – ახალი სერვისი ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში

მინიინვაზიური ოპერაციული ჩარევები, მანიპულაციები და დიაგნოსტიკური მეთოდები (მათ შორის – ამბულატორიულად) თანამედროვე მედიცინის ის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, რომელმაც ქირურგიაში სრული რევოლუცია მოახდინა და სულ უფრო ფართოდ გამოიყენება მსოფლიოს წამყვანი კლინიკების ონკოლოგიური და ზოგადქირურგიული მიმართულებებით. მისი უპირატესობა რისკ-ფაქტორების შემცირებაში, გამარტივებულ პოსტოპერაციულ პერიოდსა და სწრაფ რეაბილიტაციაში მდგომარეობს.

 

მსოფლიოში მინიინვაზიური ჩარევების პრინციპმა ზოგად და ონკოლოგიურ ქირურგიაში გარდატეხა შეიტანა და მათ შორის – სადიაგნოსტიკო მიმართულებით. აღსანიშნავია მუცლის და გულმკერდის ღრუს ორგანოების ულტრაბგერითი ენდოსკოპიური დიაგნოსტიკა (EUS). მეთოდით შესაძლებელია მიზანმიმართული ბიოფსიისა და, საჭიროების შემთხვევაში, დრენირების წარმოებაც გაცილებით მაღალი სიზუსტით, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს გართულებების რისკებს.

 

მინიინვაზიური ქირურგიული ჩარევები და მანიპულაციები უკვე წლებია, წარამტებით ხორციელდება ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში, სადაც ამჟამად კიდევ ერთი ახალი სერვისი დაინერგა. მუცლის და გულმკერდის ღრუს ორგანოების ულტრაბგერითი ენდოსკოპიური დიაგნოსტიკა (EUS) – აპარატით (OLYMPUS EU-1), რომელიც ერთ-ერთი მოწინავე და აღიარებულია დასავლეთში. კვლევებს ახორციელებს ზოგადი ქირურგი და ენდოსკოპისტი ირაკლი პირველაშვილი, რომელმაც ამ მიმართულებით სწავლების კურსი ჟენევაში გაიარა და აღნიშნული მეთოდით დიაგნოსტიკა/მკურნალობა საქართველოშიც დაიწყო.

 

სწორედ ბოკერიას საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში OLYMPUS-ის ულტრაბგერითი ენდოსკოპიის აპარატით ჩატარდა პანკრეასის თავის სიმსივნური წარმონქმნის დამიზნებითი ბიოფსია ნემსით – შემდგომი ჰისტომორფოლოგიური კვლევის მიზნით (მაღალი ეფექტურობით).

 

გარდა ზემოთ აღნიშნული უპირატესობისა, აღნიშნული სერვისის დანერგვა იძლევა დამატებით შესაძლებლობას, პაციენტებმა მაღალი დონის სამედიცინო მომსახურება დასავლური გამოცდილების მქონე ექიმებისგან მიიღონ.

 

 

 

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …