BioChimPharm-მა ინოვაციების სააგენტოსთან ₾650 000-იანი ხელშეკრულება გააფორმა

თბილისი (BPI) – ინოვაციების სააგენტოს 650 000 – ლარიანი საგრანტო პროგრამის მე-2 რაუნდში გამარჯვებულმა კომპანიამ BioChimPharm (BCP) ინოვაციების სააგენტოსთან საინვესტიციო ხელშეკრულება გააფორმა. კომპანიამ საგრანტო კონკურსში პროექტით PowerPhage™ გაიმარჯვა.

BioChimPharm (BCP)  ანტიბიოტიკების ბუნებრივი ალტერნატივის (sustainable alternative to antibiotics) შექმნითა და წარმოებით არის დაკავებული,  PowerPhage™ – ი  კი ინოვაციური ვეტერინარული პროდუქტია, რომელიც საკვები ხორცის წარმოების ინდუსტრიაში, მეფრინველეობასა და მეცხოველეობაში ანტიბიოტიკების ჩანაცვლების შესაძლებლობას იძლევა, უსაფრთხო და ბუნებრივი ალტერნატივით – ფაგებით.

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 650 000 – ლარიანი საგრანტო პროგრამა, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, 22 მაისს დაიწყო. პროგრამის მიზანია, მოახდინოს ინოვაციების, ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება და ჩართვა ქვეყნის ეკონომიკაში. პროგრამის მეშვეობით ქართული მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოები, რომელთაც გააჩნიათ პოტენციალი საკუთარი ინოვაცია განავითარონ და წარადგინონ მსოფლიოს დონეზე, მოახდენენ ინოვაციური პროდუქტის პოზიციონირებას გლობალურ ბაზარზე.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …