Belavia თბილისის მიმართულებით ფრენის სიხშირეს ზრდის

თბილისი (BPI) – 2019 წლის ზამთრის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში, ავიაკომპანია Belavia ბელარუსის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ფრენებს გაზრდილი სიხშირით შეასრულებს. კერძოდ, 2019 წლის 20 დეკემბრიდან, ბელარუსული ავიაკომპანია მინსკი-თბილისი-მინსკის საჰაერო ხაზზე კვირაში 2 სიხშირეს (სამშაბათი და პარასკევი) დაამატებს და 2020 წლის 28 მარტამდე ფრენებს კვირაში 11 სიხშირით შეასრულებს. ავიარეისები Boeing B737, Embraer E190 და E170 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.

Belavia წელს უკვე მეორედ ზრდის საქართველოს მიმართულებით ოპერირების სიხშირეს. ოქტომბერში ავიაკომპანიამ მინსკი-თბილისი-მინსკის საჰაერო ხაზზე ფრენები შვიდიდან ცხრა სიხშირემდე გაზარდა.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანია Belavia-ს გაზრდილი სიხშირით საჰაერო მიმოსვლის შესრულების ნებართვა 2019 წლის 1 ნოემბერს მიენიჭა.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობით მონაწილეებმა საშუალოდ 400 000 ლარი დაზოგეს – დავით ნარმანია

კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ III საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების …