ბაზისბანკი OFID–თან შეთანხმებას აფორმებს და $15 მილიონს იზიდავს.

თბილისი (BPI) – ოპეკის საერთაშორისო განვითრების ფონდმა  OFID-ი “ბაზისბანკს” მცირე/საშუალო  საწარმოების და რეგიონში მოქმედი კომპანიების საერთაშორისო სავაჭრო საქმიანობის მხარდასაჭერად დაფინანსება გამოუყო.

ახალი შეთანხმება „ბაზისბანკთან“ 2016 წელს გაფორმებულ $5 მლნ-ის საკრედიტო ხელშეკრულებას ეფუძნება, რომელიც  სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების, მანქანა-დანადგარების, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ასევე სამშენებლო და სამომხმარებლო საქონლის იმპორტ-ექსპორტის მხარდაჭერას ითვალისწინებდა.

 

„OFID–ი, 2016 წლიდან ჩვენი პარტნიორი ინსტიტუტია. მადლიერი ვართ, ჩვენი მომხმარებლების საერთაშორისო ვაჭრობის მოთხოვნებისა და მათი სავაჭრო ოპერაციების განვითარების მხარდაჭერისთვის.” განაცხადა „ბაზისბანკის“ გენერალურმა დირექტორმა დავით ცაავამ. „ჩვენი ხანგრძლივი პარტნიორობა ფონდთან ჩვენს ინსტიტუტებს შორის არსებული მაღალი ნდობის და ნამდვილი თანამშრომლობის კიდევ ერთი დასტურია. გვჯერა, რომ ახალი შეთანხმება ჩვენი თანამშრომლობის ეფექტიანი გაგრძელება იქნება და რომ OFID-ის მიერ  საერთაშორისო ვაჭრობის მხარდასაჭერად გამოყოფილი ახალი საკრედიტო ხაზი საშუალებას მოგვცემს საუკეთესო პირობები შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებლებს. ჩვენ კვლავ განვაგრძობთ ჩვენი კლიენტებისთვის კონკურენტული დაფინანსებისა და საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობისთვის ეფექტიანი მექანიზმების შეთავაზებას. იმედი გვაქვს, მომავალში ფონდ OFID-თან კიდევ მრავალი წლის პროდუქტიული პარტნიორობა  და კიდევ ბევრ საინტერესო პროექტზე მუშაობა გველის.“

 

„მოხარული ვართ, „ბაზისბანკთან“ თანამშრომლობის გაფართოებით, რომელიც ევროპისა და აზიის გასაყარზე მდებარე ქვეყნის საერთაშორისო ვაჭრობის და მცირე და საშუალო ზომის საწარმოების განვითარების მხარდაჭერაზეა ორიენტირებული.“ განაცხადა ფონდის გენერალურმა დირექტორმა დოქტორ აბდულჰამიდ ალხალიფამ. „ჩვენი პირველი პარტნიორობიდან მოყოლებული, „ბაზისბანკთან“ კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. ახალი შეთანხმებით ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გამყარდება და გაძლიერდება, რასაც მივესალმებით. ჩვენთვის საამაყოა იმ ურთიერთობის მხარდაჭერა, რომელიც სცილდება გეოგრაფიულ საზღვრებს და ხელს უწყობს რეგიონთა შორის მშვიდობასა და ეკონომიკურ კეთილდღეობას.“

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა ISO 9001:2015 ხარისხის მართვის განახლებული სერტიფიკატი მიიღო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ საქმიანობის ხარისხის მართვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა კვლავ …