აჭარაში ბარმენებს ტრენინგები ჩაუტარდათ

აჭარაში სერვისის გაუმჯობესების მიზნით ტრენინგ-სემინარები მიმდინარეობს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგი რეგიონში მოქმედი ბარმენებისთვის ჩაატარა. მონაწილეები ბარმენის მუშაობის ძირითად პრინციპებს, კლასიკური ალკოჰოლური კოქტეილების მომზადების ტექნიკას, ბარის მუშაობის სტანდარტებსა და ტიპებს გაეცნენ. გარდა ამისა, შეისწავლეს ბარის პროდუქციის ასორტიმენტი, მენიუსა და ღვინის რუკის შედგენა. თეორიული ნაწილის დასრულების შემდეგ ბარმენები სხვადასხვა კოქტეილის მომზადების პრაქტიკულ გაკვეთილს დაესწრნენ და თავადვე მოამზადეს სხვადასხვა სასმელი. ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებისთვის ტრენინგები წლის ბოლომდე გაგრძელდება.

გასულ წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონში სერვისის გაუმჯობესების მიზნით ტურისტული სექტორის 758 წარმომადგენელი გადამზადდა. ტრენინგები, მასტერკლასები და ლექციები მთიან აჭარასა და ბათუმში ბარმენებისთვის, გიდებისთვის, ტურისტული სააგენტოებისა და საოჯახო-სასტუმრო სახლების წარმომადგენლებისთვის ჩატარდა.

შემთხვევითი სიახლე

სემეკის ინიციატივით საქართველოში ენერგეტიკული კლუბი გაიხსნა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) ინიციატივითა და სემეკში მიმდინარე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული …