ბაკურიანი 2023: სილქნეტი და სათხილამურო ფედერაცია მედიას შეხვდა

მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე საქართველოს სათხილამურო ფედერაცია და მისი გენერალური სპონსორი სილქნეტი თემაზე მომუშავე ჟურნალისტებს, ბლოგერებს, სპორტის ქომაგებსა და ფოტოგრაფებს შეხვდა.
სპიკერებმა მსოფლიო ჩემპიონატის მზადების პროცესი გააცნეს სტუმრებს. დეტალურად იქნა განხილული თითოეული სახეობა, ტრასების სპეციფიკა, სპორტსმენის შეფასების კრიტერიუმები. ნაჩვენები იყო ფილმი, რომელიც ქრონოლოგიურად ყვება, თუ როგორ გახდა საქართველო და ბაკურიანი ამ ღონისძიების მასპინძელი.
2023 წელს, ფრისტაილის, სნოუბორდის და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატს სილქნეტი წარადგენს, რომელიც უკვე 10 წელზე მეტია ზამთრის სახეობების არაერთი საერთაშორისო თუ ადგილობრივი შეჯიბრის მხარდამჭერია, ხელს უწყობს საქართველოს ნაკრების წვრთნებს უცხოეთის კურორტებზე და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქართველი სპორტსმენების საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენაში.
როგორც სილქნეტის მარკეტინგის დეპარტამენტის დირექტორმა კატო ჯავახიშვილმა განაცხადა: „დაარსების დღიდან, კომპანია საქართველოს სათხილამურო ფედერაციის გენერალური სპონსორია, თუმცა, მხარდაჭერა გაცილებით ადრე იწყება. სილქნეტის დამფუძნებელი გიორგი რამიშვილი იყო ის, ვინც ძალიან აქტიურად ედგა მხარში ფედერაციას. სწორედ მისი და მერე უკვე ჩვენი კომპანიის დამსახურებაა ის, რომ დღეს საქართველო არის ამ მასშტაბის ღონისძიების მასპინძელი.“
მსოფლიო ჩემპიონატის პარტნიორია კომპანია „სილქ ჰოსპითალითი“, რომელიც ყველა სასტუმროთი თუ საკვები ობიექტით ჩართულია ბაკურიანი 2023-ის საინფორმაციო კამპანიაში. სილქნეტის ინიციატივით, სწორედ „სილქ ჰოსფითალითი“ გაუმასპინძლდება „სილქნეტის ზონის“ სტუმრებს. ბაკურიანს ჩემპიონატზე 1000-ზე მეტი სტუმარი ეწვევა. „სილქ ჰოსფითალითი“ საქართველოში ლიდერი კომპანიაა სტუმართ-მასპინძლობის სექტორში, რომელსაც ქვეყანაში ყველაზე მასშტაბური ღონისძიების მასპინძლობის გამოცდილება აქვს.
ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატის ყველა მნიშვნელოვანი შეჯიბრის პირდაპირ ტრანსლაციას უზრუნველყოფს საერთაშორისო არხი „ევროსპორტი“, სპეციალური რეპორტაჟები და ჩართვები ექნებათ სხვა უცხოურ არხებს. ქართველ გულშემატკივარს კი მსოფლიო ჩემპიონატზე თვალის მიდევნება შეეძლება არხებზე „ევრონიუს ჯორჯია“, „სილქ უნივერსალი“ და Silk Sport 1.
42 ქვეყნის 700 სპორტსმენი იასპარეზებს ბაკურიანში. მათ შორის იქნებიან ქართველი ათლეტები: ნიკა ელოშვილი – Slopestyle/Big Air; ლუკა ჩოფიკაშვილი – Slopestyle/ Big Air; ბექა ბერძენიშვილი – Ski Cross; რევაზ ნაზღაიძე – PGS / PSL; დავით თედიაშვილი – Ski Cross
ერთად ვუქომაგოთ მაღალრეიტინგულ სპორტსმენებს, ექსტრემალ ოლიმპიელებს და საქართველოს ნაკრებს ბაკურიანში!
მსოფლიო ჩემპიონატისადმი მიძღვნილი ატრიბუტიკის შეძენას შეძლებთ სილქნეტის მომსახურების ცენტრებში.

 

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …