BAG ფინანსთა მინისტრს ოქროს სიის გაუქმებასთან დაკავშირებით კონსულტაციებისაკენ მოუწოდებს

თბილისი (BPI) – BAG ფინანსთა მინისტრს ოქროს სიის გაუქმებასთან დაკავშირებით კონსულტაციებისაკენ მოუწოდებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ცვლილებით მნიშვნელოვნად იცვლება იმპორტიორთა მიერ გადასახადის გადახდის ვადა, რაც თავის მხრივ ფინანსური პრობლემების წინაშე აყენებს მსხვილ იმპორტიორ კომპანიებს, საქართველოს ბიზნეს ასოციაციას მნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ ცვლილების ამოქმედების ვადა ამ ეტაპზე გადაიწიოს და გაიმართოს დამატებითი კონსულტაციები.

უკანასკნელი წლების განმავლობაში საგადასახადო გარემოსა და საგადასახადო ადმინისტრირების მუდმივი გაუმჯობესების ფონზე, ვფიქრობთ ეს გადაწყვეტილება ცალსახად გამონაკლისი და უკანგადადგმული ნაბიჯია, რადგან მსგავს საკანონმდებლო აქტებში ბიზნესთან სათანადო კონსულტაციების გავლის და ერთობლივი ანალიზის გარეშე განხორციელებული ისეთი ცვლილება, რომელიც უშუალოდ ბიზნესსფეროს ეხება, ნეგატიურ გავლენას იქონიებს კომპანიების ყოველდღიურ, საოპერაციო საქმიანობაზე.

ვფიქრობთ, რომ ზემოხსენებულ ბრძანებაში ცვლილებები სახელმწიფოს მხრიდან ნაჩქარევია. შესაბამისად, იმედი გვაქვს დაიწყება ბიზნესთან პირდაპირი დიალოგი და კონსულტაციები აღნიშნული გადაწყვეტილების გადახედვის მიზნით.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …