BAG-მა 14 ქვეყნის ბიზნეს ასოციაციასთან ერთად WTO-ს წერილობით მიმართა

თბილისი (BPI) – 14 ქვეყნის ბიზნეს ასოციაციამ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციას (WTO) ერთობლივი წერილით მიმართა, სადაც საუბარია WTO-ის სავაჭრო რეგულაციების მიღებასა და ბიზნეს სექტორთან სტრუქტურიზებული დიალოგის წარმოების აუცილებლობაზე.

ბიზნეს ასოციაციები ყურადღებას ამახვილებენ მრჩეველთა საბჭოს ჩამოყალიბების საკითზე, რომელიც საშუალებას მისცემს ბიზნეს სექტორს, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრებს მიაწოდონ კომპეტენტური და ობიექტური ინფორმაცია სექტორში არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით.

წერილში ასევე საუბარია, რეგულარული სავაჭრო დიალოგისა და კონსულტაციების ჩატარების საჭიროებაზე, რომლის მეშვეობითაც WTO-ს ექნება განახლებული ინფორმაცია ბიზნეს სექტორში არსებულ მნიშვნელოვან საკითხებზე.

ასოციაციებმა WTO-ს შესთავაზეს ონლაინ პლატფორმის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს დიალოგს და გამჭირვალობას. ონლაინ პლატფორმა შეასრულებს ერთგვარი ფორუმის ფუნქციას, სადაც მოხდება ნებისმიერი ქვეყნის მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლების მოლაპარაკება და კომუნიკაცია სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე.

ასოციაციები გამოვიდნენ ინიციატივით, WTO-ს მინისტერიალთა კონფერენციის ფარგელბში, ბიზნეს სამიტების ორგანიზების კუთხით, რაც მხარეებს შორის დიალოგს ხელს შეუწყობს და წაახალისებს.

მიმართვაში, ბიზნეს ასოციაციები ყურადღებას ამახვილებენ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის სამდივნოსთვის ახალი მანდატის მინიჭების საჭიროებაზე, რომლის მეშვეობითაც მოხდება იდენტიფიცირება, თუ რამდენად ინტენსიურია წევრი ორგანიზაციების კავშირი და კომუნიკაცია ბიზნეს სექტორთან.

„14 ქვეყნის ბიზნეს ასოციაციაციასთან ერთად ჩვენ წერილობით მივმართეთ WTO-ს, სადაც ყურადღება გავამახვილეთ ბიზნესთან ინტენსიური დიალოგის აუცილებლობაზე, მაშინ როცა საუბარია სახელმწიფოთა შორის ვაჭრობის წახალისებაზე. აღნიშნული მნიშვნელოვანია კოვიდპანდემიის შედეგად ქვეყნებს შორის შექმნილი ბარიერების გამო, დღეს ბიზნეს სექტორი საჭიროებს მეტ დიალოგსა და კომუნიკაციას ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრებთან“ – განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …