BAG-ის წევრთა რიგებს “რომპეტროლი“ შეუერთდა

თბილისი (BPI) – საქართველოს ბიზნეს ასოციაციაციის (BAG) წევრთა რიგებს კომპანია „რომპეტროლი“ შეუერთდა.

ნავთობპროდუქტების მწარმოებელი კომპანია „რომპეტროლი“ ჯგუფ „ქეი-ემ-ჯი ინთერნეიშენალის“ (KMG International) მთავარი ბრენდია, რომელიც ყაზახეთის ეროვნულ ნავთობკომპანია კაზმუნაიგაზს (KazMunayGaz) ეკუთვნის.

KMG რომპეტროლი მნიშვნელოვანი მოთამაშეა შავი ზღვისა და ხმელთაშუა ზღვის აუზების ტერიტორიაზე. ჯგუფში 6000-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული და იგი 12 ძირითად ბაზარზე ოპერირებს.

ბრენდი „რომპეტროლი“-ს მთავარი საქმიანობა ნავთობის მოპოვება და გადამუშავებაა, რომელიც დისტრიბუციას ახორციელებს რუმინეთში, მოლდოვაში, ბულგარეთსა და საქართველოში. ბოლო 4 ათწლეულის განმავლობაში, კომპანია წარმატებას აღწევს ნავთობ ინდუსტრიაში საერთაშორისო განვითარებისა და გამოცდილების საფუძველზე.

KMG International ჯგუფის შვილობილი კომპანია „რომპეტროლ საქართველო“ დისტრიბუციას 81 ავტოგასამართ სადგურზე ახორციელებს ქვეყნის მასშტაბით. ავტოგასამართი სადგურების ქსელის გარდა, კომპანია ახორციელებს საბითუმო ვაჭრობას ბათუმის ნავთობტერმინალში არსებული ნავთობბაზისა და თბილისში არსებული ნავთობბაზის მეშვეობით.

„მივესალმებით ახალ წევს, ნავთობპროდუქტების საკითხი კიდევ უფრო აქტუალური გახდა ჩვენი ასოციაციისთვის და სწორედ ამიტომ შეიქმნა შესაბამისი კომიტეტი, რომელიც სწორედ ამ საკითხებზე მუშაობს. ქართულ ბაზარზე უმსხვილესი ნავთობპროდუქტების კომპანიის „რომპეტროლის“ BAG-ში გაწევრიანებას აღვიქვამთ პოზიტიურ დინამიკად ჩვენი ასოციაციის განვითარებისთვის“ – განაცხადა BAG-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …