BAG-ის გარემოს დაცვის კომიტეტზე ბიზნესსექტორმა „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონის პროექტზე იმსჯელა

თბილისი (BPI) – საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ წევრი კომპანიების წარმომადგენელთა მონაწილეობით, ასოციაციის გარემოს დაცვის კომიტეტის ონლაინ შეხვედრას უმასპინძლა, რომლის მთავარი თემა საქართველოს მთავრობაში მომზადებული „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონის პროექტი გახლდათ.

კანონპროექტი, რომელიც თვისობრივად ახალ მიდგომებს ითვალისწინებს გარემოს დაცვის მიმართულებით, ბიზნესსექტორის განსაკუთრებული ინტერესის საგანი ჯერ კიდევ გასულ წელს გახდა, როდესაც მისი პირველადი ვერსია იქნა წარმოდგენილი და მას შემდეგ კონსულტაციების პროცესში დოკუმენტი კიდევ უფრო დაიხვეწა.

როგორც შეხვედრის ფარგლებში ასოციაციის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ნოზაძემ აღნიშნა, „კანონპროექტი პრინციპულად ახალ, პროგრესულ მიდგომებს ამკვიდრებს შესაბამის სფეროში და უფრო მეტადაა ორიენტირებული, როგორც ზიანის პრევენციაზე, ასევე მის აღმოფხვრაზე და დაზიანებული გარემოს რეაბილიტაციაზე, რაც სრულად შეესაბამება ევროკავშირის ქვეყნების პრაქტიკას და მიდგომებს. მისი განცხადებით, ბიზნეს ასოციაციის წევრებთან კანონპროექტზე მუშაობის პროცესში გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხიც, რაც დაკავშირებულია გარემოსდაცვითი რისკის ფინანსური უზრუნველყოფის საშუალებებთან, გარემოსდაცვითი ზიანის ფონდთან, ზიანის შეფასების მეთოდოლოგიასთან და პასუხისმგებლობის გამომრიცხავ გარემოებებთან; ამ საკითხების შემდგომი დაზუსტება და დახვეწა კანონპროექტის ავტორებთან სამუშაო რეჟიმში იგეგმება”.

შემთხვევითი სიახლე

ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელი საბჭოს ელექტროენერგეტიკის სამუშაო ჯგუფს სემეკის წარმომადგენელი უხელმძღვანელებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წარმომადგენელი, თამარ პარუნაშვილი ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელი …