BAG-ის აღმასრულებელმა გუნდმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან დისტანციური შეხვედრა გამართა

თბილისი (BPI) – საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა გუნდმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან დისტანციური შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე, რომელზეც საერთაშორისო სავალუტო ფონდს მისიის ხელმძღვანელი მერსედეს ვერა მარტინი წარმოადგენდა, მხარეებმა განიხილეს მიმდინარე ეკონომიკური მოვლენები და პანდემიის ზეგავლენა ბიზნეს ოპერატორებზე. ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ მისიას გააცნო ასოციაციის წევრი კომპანიების წინაშე არსებული გამოწვევები და ასოციაციის გუნდის ხედვა ბიზნესის სტიმულირებასთან დაკავშირებით. საუბარი შეეხო ეკონომიკური ზრდის მოსალოდნელ მაჩვენებლებს, საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ ანტიკრიზისულ გეგმას და მის ეკონომიკურ ნაწილს, კერძოდ, დაკორექტირებული სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული სექტორული მხარდაჭერის სქემებს: სესხების თანადაფინანსებასა და საკრედიტო საგარანტიო მექანიზმს. ასოციაციის მხრიდან ხაზი გაესვა იმ ვითარებას, რომ არსებული სქემები ხელმისაწვდომია მხოლოდ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, შესაბამისად, აუცილებელია, საქართველოს მთავრობამ მსგავსი მექანიზმები იმ მსხვილ კომპანიებსაც შესთავაზოს, რომლებიც მნიშვნელოვნად დაზარალდნენ პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური რეცესიით.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ყოველკვარტალურად მასპინძლობს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას და მას კერძო სექტორის თვალსაზრისს აცნობს ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებთან დაკავშირებით. ასოციაცია მიესალმება ფონდის დაინტერესებას და სურვილს სხვა დაინტერესებულ მხარესთან ერთად, მოისმინოს ბიზნესის აზრი და შეფასება ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემოს შესახებ“ – განაცხადა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ .

შემთხვევითი სიახლე

BENTLEY-მ ევროპაში ქსელი გააფართოვა და თბილისში წარმომადგენლობა გახსნა

თბილისში, Bentley Tbilisi-ის ახალი წარმომადგენლობა გაიხსნა. Bentley Tbilisi-ს წარმომადგენლობას ოპერირებას კომპანიის ექსკლუზიური დისტრიბუტორი „თეგეტა ჰოლდინგი“ …