თბილისი (BPI) – საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში (BAG) სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით კიდევ ერთი ახალი კომიტეტი შეიქმნა, კერძოდ კავშირგაბმულობის კომიტეტი. კომიტეტს ლევან ბუჩუკური უხელმძღვანელებს.
ლევან ბუჩუკურს აღნიშნულ სფეროში 15 წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს უმაღლესი მართვის რგოლში. ის არის სილქნეტის დირექტორატის წევრი. წლების განმავლობაში იგი კურირებდა კომპანიის სხვადასხვა მიმართულებებს, ხოლო 2011 წლიდან 2016 წლამდე ლევანი ბუჩუკური იყო „სილქნეტის“ გენერალური დირექტორი.
კარიერის განმავლობაში იგი ხელმძღვანელობდა არაერთ სატელეკომუნიკაციო და სხვა სექტორში ოპერირებად კომპანიებს, როგორებიც არის „ნოვუსი“, „ტექნოსერვისი“, „იბერიატელი“, „მაგთიკომი“ და „მეგაკომი“.
ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის, სოსო ფხაკაძის განცხადებით, „ლევანის დიდი გამოცდილება ტელეკომის სფეროში არის წინაპირობა იმისა, რომ კომიტეტის მუშაობა იქნება სასარგებლო და ეფექტიანი საქართველოს ტელეკომუნიკაციის დარგისთვის და წარმათავს ნაყოფიერ თანამშრომლობას მარეგულირებელ ორგანოსთან, როგორც საკანონმდებლო, ასევე ტექნოლოგიური პროგრესის დანერგვისა და რეგულირების მხრივ“