BAG: აზერბაიჯანული კომპანიების წინააღმდეგ კამპანია დააზიანებს ბიზნეს ურთიერთობებს

თბილისი (BPI) – „საქართველოს ბიზნეს ასოციაცია“ საინფორმაციო სივრცეში და სოციალურ ქსელებში აზერბაიჯანული კომპანიების წინააღმდეგ კამპანიის აგორების მცდელობას ეხმაურება.

როგორც ბიზნეს ასოციაციაში აცხადებენ, მსგავსი მცდელობები მხოლოდ ნეგატიური შედეგის მომტანი იქნება და დააზიანებს მეზობელ ქვეყნებთან ეკონომიკური და ბიზნეს ურთიერთობის შემდგომ განვითარებას.

“ეს კი, თავის მხრივ, როგორც საქართველოს, ასევე აზერბაიჯანის ბიზნესკომპანიების გლობალური კონკურენტუნარიანობის და ქვეყნების მდგრადი განვითარებისათვის აუცილებელი პირობაა.

ჩვენი ქვეყნების დამოუკიდებელი ისტორიის განმავლობაში, აზერბაიჯანისა და საქართველოს ბიზნესწრეების თანამშრომლობა, ისევე როგორც ამ ორი ერის მშვიდობიანი და მეგობრული თანაცხოვრება, ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური და სამაგალითოა. 

ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ ჩვენი საზოგადოება ამჯერადაც არ აჰყვა ჩვენი ქვეყნების არაკეთილმოსურნეთა მცდელობას და ღრმად გვწამს, რომ არც მომავალში ექნება მსგავს მცდელობებს წარმატების შანსი”, – განმარტებულია ასოციაციის განცხადებაში.

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ყველაზე მსხვილი ბიზნესგაერთიანებაა, რომელიც ქართულ ბაზარზე მომუშავე სამოცდაათზე მეტ მსხვილ კომპანიას აერთიანებს.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …