BAG ნავთობპროდუქტებისა და კავშირგაბმულობის სფეროებში გამოწვევებზე რეაგირებას გეგმავს

თბილისი (BPI) – საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) პრეზიდენტი, სოსო ფხაკაძე ასოციაციის კომიტეტების თავმჯდომარეებს შეხვდა. BAG-ში უკვე 11 კომიტეტი ფუნქციონირებს.

შეხვედრის ფარგლებში სოსო ფხაკაძემ კომიტეტების მოქმედ თავმჯდომარეებს წარუდგინა ორი ახალი კომიტეტი: ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის კომიტეტი, რომელსაც უხელმძღვანელებს შავლეგ მიშველაძე და კავშირგაბმულობის კომიტეტი, ლევან ბუჩუკურის ხელმძღვანელობით.

შეხვედრის ფარგლებში განხილული იყო კომიტეტებში მიმდინარე საკითხები, რის საფუძველზეც შემუშავებული იქნა 2020 წლის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციისთვის მნიშვნელოვანია ყველა ის საკითხი, რაზეც ჩვენი კომიტეტები მუშაობენ. შეხვედრაზე კომიტეტების ხელმძღვანელებმა წარმოგვიდგინეს მათ სფეროებში არსებული გამოწვევები, რის შედეგადაც ჩვენ ვაპირებთ თითოეულ საკითხზე მოვახდინოთ შესაბამისი რეაგირება, იქნება ეს ხელისუფლებასთან კომუნიკაციის გზით, თუ სხვა.  BAG-ის წევრების სამართლიანი და ობიექტური ინტერესების დაცვა და ბიზნეს გარემოს შემდგომი გაუმჯობესება ჩვენი მთავარი მიზანია. ამ მიზნის მიღწევაში ასოციაციაში მოქმედი კომიტეტები განსაკუთრებულ როლს თამაშობენ, რისთვისაც მადლობას ვუხდით.“ – განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

 

 

შემთხვევითი სიახლე

სასტუმრო „ფოსტა მესტიაში“ ივნის-ივლისის ტურისტული მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით გაუმჯობესდა

მესტიაში მდებარე სასტუმრო „ფოსტაში“ ზაფხულის ტურისტულ სეზონს დადებითად აფასებენ. სასტუმრო გენერალური მენეჯერის, გვანცა ფალიანის ინფორმაციით, …