BAG: ლარის კურსის პოზიტიური დინამიკა გავლენას იქონიებს საწვავის ბაზარსა და ეკონომიკაზე

თბილისი (BPI) – საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში აცხადებენ, რომ ლარის გაცვლითი კურსის გარშემო უკანასკნელი დღეების დინამიკა ქვეყნის ნავთობსექტორისათვის ოპტიმიზმის საფუძველს ქმნის.

როგორც ასოციაციაში აცხადებენ, ყველასათვის ცნობილია, რომ საწვავის ფასს განაპირობებს საერთაშორისო ბაზრის ფასისა და ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ერთობლიობა. ლარის გამყარების დინამიკა საშუალებას მისცემს სანავთობო ინდუსტრიის ძირითად მოთამაშეებს შეინარჩუნონ საწვავის სარეალიზაციო ფასი არსებულ ნიშნულზე. ეს კი ორმხრივი ინტერესის საგანს წარმოადგენს – ერთის მხრივ საზოგადოების მოლოდინი რომ არ გაძვირდეს საწვავი, ხოლო, მეორეს მხრივ, ნავთობკომპანიების სურვილი – საწვავის ფასი იყოს მაქსიმალურად ხელმისაწვდომი თითოეული მომხმარებლისათვის.

“იმედს ვიტოვებთ, რომ ეროვნული ვალუტის გამყარების ტენდენცია გაგრძელდება და შენარჩუნდება, რაც ბიზნესის ყველა სფეროში განამტკიცებს სტაბილურობის განცდას და დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე”- განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის კომიტეტის ხელმძღვანელმა, შავლეგ მიშველაძემ.

შემთხვევითი სიახლე

წყალმომარაგების სექტორში მეტი ინვესტიცია ნიშნავს შემცირებულ ავარიულ გათიშვებსა და მოწესრიგებულ ინფრასტრუქტურას – დავით ნარმანია

სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეკონომიკური ფორუმის 31-ე პანელურ დისკუსიაში – „წყლის რესურსები …