Babillon Tower-ის მფლობელი „ემ სი ქონსთრაქშენ”-ი გახდა

თბილისი (BPI) – Babillon Tower-ის მფლობელი „ემ სი ქონსთრაქშენ”-ი გახდა. შენობას, რომელსაც აღსრულების ეროვნული ბიურო, განმეორებით აუქციონზე 33%-იანი ფასდაკლებით ყიდდა 24 მლნ 990 ათას ლარად გაიყიდა. მიმდინარე აუქციონზე კი მისი საწყისი ღირებულება 24 მლნ 500 ათას ლარს შეადგენდა. 
ბათუმში 47-სართულიანი Babillon Tower-ის მშენებლობა, რომელსაც თურქული კომპანია TAM GEO LLC-ი აშენებდა, 2015 წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო. მიწის ნაკვეთი რუსთაველის ქუჩაზე, #30-ში, ინვესტორს აჭარის მთავრობამ პირდაპირი მიყიდვის წესით, 2012 წელს გადასცა.

წლების განმავლობაში მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა გაჩერებული იყო და ინვესტორი 2012 წელს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების მხოლოდ ნაწილი ვალდებულებების შესრულება შეძლო. კომპანიას 2019 წლის დასაწყისში აჭარის მთავრობას ვალდებულებების შესრულების გადავადების თხოვნით მიმართა. კომპანიას საინვესტიციო განკარგულების ფარგლებში მიეცა დამატებითი ვადები და წარმოდგენილი საბანკო გარანტიის საფუძველზე პირობით ვადამდე გათავისუფლდა დარიცხული პირგასამტეხლოსგან. აღსანიშნავია, რომ ქონება აუქციონზე სამინისტროს მიმართ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო არ გასულა.

პროექტი რუსთაველის ქუჩა 30-ში 168 ნომრიანი სასტუმროს და არანაკლებ 33 სართულიანი, არანაკლებ 141 მეტრი სიმაღლის საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას ითვალისწინებს.

ობიექტი ქალაქის ცენტრალურ ნაწილშია, რომელიც ათვისებულია, როგორც კომერციული, ასევე საცხოვრებელი და ისტორიული სტატუსის მქონე შენობებით. მიწის ნაკვეთზე არსებული ნაგებობა მრავალფუნქციური შენობაა, რომელიც მოიცავს საცხოვრებელ, სასტუმროს, კაზინოს, სავაჭრო, რესტორანი-ბარი-კაფე, საოფისე და მიწისქვეშა ავტოსადგომის ფართებს. შენობა შედგება ორი ნაწილისაგან, პირველი ნაწილის მშენებლობა (შავი კარკასი) დასრულებულია თოთხმეტი სართულის ჩათვლით, მე-15 სართული დასხმულია. პირველი ნაწილი შენობის მეორე ნაწილს უკავშირდება ორსართულიანი, სტანდარტული სართულის სიმაღლის ნაგებობით. მეორე ნაწილი დაუსრულებელია, აშენებულია მხოლოდ ცხრა სართული. შენობის პირველი სართული მაღალჭერიანია, ნაწილზე განთავსებულია ანტრესოლი. ობიექტს ასევე გააჩნია მიწისქვეშა (სარდაფის სართული) ავტოსადგომი. 2019 წლის 13 მარტის მდგომარეობით აშენებულია სულ 31323,51 კვ.მ. ფართის შენობა (სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით).

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …