ლატვიელი ტურსააგენტოები აჭარაში მოგზაურობენ

აჭარის ტურისტულ შესაძლებლობებს ლატვიის წამყვანი ტურსააგენტოების წარმომადგენლები ეცნობიან. ინფოტურის მონაწილეებისთვის, რომელიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისა და ავიაკომპანია Air Baltic-ის ორგანიზებით იმართება, მოეწყო პრეზენტაციები და საქმიანი B2B შეხვედრები ადგილობრივ ტურსააგენტოებთან. გარდა ამისა, სტუმრები აჭარის სამთო და საზღვაო ტურისტულ პროდუქტებს, სასტუმრო და ტურისტულ ინფრასტრუქტურას დაათვალიერებენ, რაც ბათუმის ტურისტული პაკეტების შემუშავებასა და რეგიონში ლატვიელი ტურისტების მოზიდვას შეუწყობს ხელს. წელს, პირველად ბათუმის მიმართულებით ფრენები დაიწყო ლატვიის დედაქალაქიდან. 8 მაისიდან სექტემბრის ბოლომდე, ავიაკომპანია „Air Baltic” ფრენებს „რიგა-ბათუმი“ კვირაში 2-ჯერ შეასრულებს.

ბალტისპირეთიდან აჭარას სტუმრობდა წამყვანი მედიასაშუალებების ჟურნალისტებიც, რომლებიც რეგიონის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობების, მთისა და ზღვის ტურისტული მიმართულებების შესახებ სტატიებსა და სიუჟეტებს მოამზადებენ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი პრეს-ინფო ტურების ორგანიზებას ბალტიისპირეთიდან აქტიურად გააგრძელებს, რათა მეტ პოტენციურ ტურისტს მიაწოდოს ინფორმაცია ბათუმის, როგორც მრავალფეროვანი ტურისტული მიმართულების შესახებ. გარდა რიგისა, ბათუმის მიმართულებით ჩარტერული ფრენები წელს ისევ შესრულდება ტალინიდან და ლიეტუვადან, რაც ბალტისპირეთიდან რეგიონში ტურისტების შემოდინებას შეუწყობს ხელს.

შემთხვევითი სიახლე

სემეკის ბიუჯეტის ზრდა ბუნებრივია, რადგან ბოლო 10 წელში მათი საქმიანობის არეალი გაზრდილია – ვახტანგ ჭარაია

“სემეკის საქმიანობა 2013 წელთან შედარებით დღეის მდგომარეობით გაცილებით გაზრდილია, შესაბამისად, მეტი თანხა რომ დაიხარჯება მათ …