AZAL-ი მიმართულებების რაოდენობას გაზრდის

„აზერბაიჯანის ავიახაზები“ (AZAL) მიმდინარე წელს ფრენების მიმართულებების რაოდენობის ზრდას 62-მდე აპირებს. ამის შესახებ ავიაკომპანიის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა სამირ რზაევმა განაცხადა.

მან ასევე განაცხადა, რომ AZAL დაინტერესებულია საერთაშორისო ავიაკომპანიებთან თანამშრომლობით.

„ამჟამად ჩვენი აეროპორტებით 30-მდე ავიაკომპანია სარგებლობს. უახლოეს წლებში ველოდებით, რომ ეს მაჩვენებელი გაიზრდება. გაიზარდა მოთხოვნები უცხოური კომპანიების მხრიდან ჩვენს ქვეყანაში ფრენების ორგანიზებასთან დაკავშირებით. რამდენიმე დღის წინ დაგვიკავშირდა Hong Kong Airlines-ი. მათ სურთ ფრენების ორგანიზება ჰონგ კონგიდან და ჩინეთის რამდენიმე ქალაქიდან. ასევე ვთანამშრომლობთ ბევრ ონლაინ პლატფორმასთან. AZAL დაინტერესებულია აზერბაიჯანული ტურიზმის განვითარებით და ამ მიმართულებით თანამშრომლობას გააგრძელებს“, – განაცხადა რზაევმა.

 

შემთხვევითი სიახლე

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით სემეკის მიერ დაფუძნებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში გურიის რეგიონში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებული …