ავსტრიელი ტურისტები საქართველოში სტუმრობით ინტერესდებიან

თბილისი (BPI) – ავსტრიელი ტურისტების ინტერესი საქართველოს მიმართულებით მზარდია. 2018 წელს საქართველოს ავსტრიიდან 10 ათასამდე საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია, 33.%-ით მეტი ვიდრე 2017 წელს.

ავსტრიაში, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე “Ferien-Messe 2019”
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მიიღო მონაწილეობა. ადმინისტრაციასთან ერთად გამოფენაზე საქართველოდან 10 კომპანია იყო წარმოდგენილი.

გამოფენაზე საქართველოს სტენდთან დამთვალიერებლებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ საქართველოს ტურისტულ მიმართულებას. სტუმრებისთვის გაიმართა სხვადასხვა სახის ქართული ღვინის დეგუსტაცია, მოეწყო საქართველოს შესახებ ვიდეორგოლების ჩვენება. 

გამოფენაზე სტუმრები განსაკუთრებით დაინტერესდნენ საქართველოს სამთო კურორტებით და ქართული სამზარეულოთი.

ვენის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე “Ferien-Messe 2019” მსოფლიოს 80-ზე მეტი ქვეყნიდან 800 კომპანია იყო წარმოდგენილი.

შემთხვევითი სიახლე

წყალმომარაგების სექტორში მეტი ინვესტიცია ნიშნავს შემცირებულ ავარიულ გათიშვებსა და მოწესრიგებულ ინფრასტრუქტურას – დავით ნარმანია

სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეკონომიკური ფორუმის 31-ე პანელურ დისკუსიაში – „წყლის რესურსები …