ფარმაცევტული პროდუქტის აღიარებითი რეჟიმით სახელმწიფო რეგისტრაციის ვადები შემცირდება

ფარმაცევტული პროდუქტის აღიარებითი რეჟიმით სახელმწიფო რეგისტრაციის ვადების შემცირებას ითვალისწინებს „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ” კანონში შესატანი ცვლილების პროექტი, რომელიც პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვის შემდეგ, 83 ხმით მიიღო.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, პროექტის თანახმად, გამარტივდება აღიარებითი რეჟიმით და განსხვავებული შეფუთვა-მარკირებით შემოტანისას, ბაზარზე დაშვების პროცედურა, რაც რეგისტრაციის ვადის შემცირებას გულისხმობს. კერძოდ, ვადები შემცირდება აღიარებითი რეჟიმით რეგისტრაციისას 15 დღიდან – 7 დღემდე, ხოლო განსხვავებული შეფუთვა-მარკირებით პირველად შემოტანისას, 10 დღიდან – 5 დღემდე.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …