Galt & Taggart-მა 2022 წლის ტურიზმის შემოსავლების აღდგენის პროგნოზი შეამცირა

Galt & Taggart-ის განახლებული პროგნოზით, საქართველო ტურიზმიდან შემოსავლების პანდემიამდელი მაჩვენებლების 75%-მდე დაბრუნებას შეძლებს.  როგორც Galt & Taggart-ში აცხადებენ, წინა პროგნოზი 85%-ს შეადგენდა.

“2022 წლის თებერვალში ტურისტების რიცხვმა 2019 წლის თებერვლის დონის 55.4% შეადგინა, რაც მცირედით გაუმჯობესებული მაჩვენებელია წინა თვესთან შედარებით. ამასთან, ერთდღიანი ვიზიტორების აღდგენის ტემპი კვლავ დაბალია და 2022 წლის თებერვალში მთლიანი საერთშორისო ვიზიტორების მხოლოდ 10.4% შეადგინა (ამ ტიპის ვიზიტორები მთლიანი ვიზიტორების საშუალოდ 30%-ს შეადგენდა 2019 წელს).

ამრიგად, 2022 წლის თებერვალში 151.9 ათასი საერთაშორისო ვიზიტორი (+274.8% წ/წ, ჯამურად ტურისტული და ერთდღიანი ვიზიტები) მოგზაურობდა საქართველოში. ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა თურქეთიდან (19.5% წილი ჯამურ ვიზიტებში), რასაც მოჰყვება რუსეთი (13.7% წილი) და სომხეთი (11.4% წილი).

ამასთან, ვიზიტორთა უმრავლესობა საქართველოში შემოვიდა საავტომობილო ტრანსპორტით (51.7%-იანი წილი), რასაც მოჰყვა საჰაერო გზით შემოსვლა (47.6%-იანი წილი).

ჯამურად 2022 წლის იანვარ-თებერვალში, საქართველოს 0.3 მილიონი ტურისტი ეწვია (+360.8% წ/წ, 2019 წლის იანვარ-თებერვლის დონის 54.3%) და ტურიზმის შემოსავლებმა 219.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (+813.2% წ/წ, 2019 წლის იანვარ-თებერვლის დონის 65.7%).

ჩვენ ვპროგნოზირებთ 2022 წლის ტურიზმის შემოსავლების აღდგენას 2019 წლის დონის 60-75%-მდე, რაც შემცირებულია ჩვენი საწყისი 85%-იანი აღდგენის პროგნოზიდან“, აცხადებენ Galt & Taggart-ში.

შემთხვევითი სიახლე

საგარეო სავაჭრო ბრუნვა 33.4%-ით გაიზარდა

2022 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 5 252.9 მლნ. აშშ …