APM Treminals-ი ფოთში ნავსადგურის აშენების ნებართვას ითხოვს

თბილისი (BPI) – APM Treminals-მა ფოთის ნავსადგურის გაფართოების საჭირო ნებართვების მიღების პროცესი განაახლა. კომპანიამ ფოთში ახალი, ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობისათვის მარეგულირებელს (ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს) მიწათსარგებლობის ნებართვის მისაღებად ოფიციალურად მიმართა.

კომპანია აცხადებს, რომ “ეიპიემ ტერმინალსმა” მთავრობასთან ახლახან გამართული განხილვებისას გამოთქვა მზადყოფნა ფოთის საზღვაო ნავსადგურის გაფართოებასთან დაკავშირებით.

კომპანიის განაცხადით მიზანია საქართველოს ჰქონდეს თანამედროვე ლოგისტიკური კარიბჭე, რომელიც მოემსახურება „პანამაქსის“ ტიპის გემებს და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში, არსებული სატრანსპორტო დერეფნის გამტარუნარიანობის გაზრდით.

„ნებართვის მიღება აუცილებელი წინაპირობაა, რათა ღრმაწყლოვანი ნავსადგური, როგორც დაგეგმილია, ექსპლუატაციაში შევიდეს 2022 წლის მეორე კვარტალში. ვიმედოვნებთ, ჩვენი განაცხადი დაკმაყოფილდება და უახლოეს მომავალში შევძლებთ $250 მლნ-ის ინვესტიციის განხორციელების დაწყებას და საერთაშორისო გამოცდილების გამოყენებით, საქართველოში მეტად საჭირო ღრმაწყლოვანი ნავსადგურის აშენებას,“ – ამბობს ეიპიემ ტერმინალსის ფოთის გენერალუი დირექტორი კელდ მოსგაარდ ქრისტენსენი.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …