APM Terminals-მა ფოთის ნავსადგურის გაფართოებისთვის გზშ -ს მომზადებაზე ტენდერი გამოაცხადა

თბილისი (BPI) – APM Terminals-მა ფოთის საზღვაო ნავსადგურის გაფართოების გეგმასა და 250 მლნ დოლარის ინვესტირების გეგმაზე აცხადებს. კომპანიამ ნავსადგურის გაფართოების პროექტის ფარგლებში, გამოცხადდა ტენდერი გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის გასაახლებლად.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ანგარიშის მომზადება წარმოადგენს გაფართოებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საფეხურს.

მათივე ცნობით, ნავსადგურის განვითარებისა და სამომავლო ზრდის პერსპექტივის გათვალისწინებით, სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურმა“ მთავრობას წარუდგინა ნავსადგურის გაფართოების წინასწარი გეგმა.

„ფოთის საზღვაო ნავსადგურის გაფართოება გაზრდის საქართველოში წარმოებული ბიზნესების კონკურენტულ უპირატესობას და პირდაპირ ექნება დადებითი გავლენა მომხმარებლებზე. ამასთან, გამოყენებულ იქნება ფოთში არსებული სანავსადგურე ინფრასტრუქტურა და სატრანსპორტო და ლოგისტიკური ბაზები“, – ამბობენ კომპანიაში.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …