ანაკლიის კონსორციუმს ბარკალაია შეურთდა

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გუნდს გიორგი ბარკალაია შეურთდა

თბილისი (BPI)- ანაკლიის პორტის მშენებელი კომპანიის გუნდი იზრდება და მას ახალი, წარმატებული ადამიანები ემატებიან. რამდენიმე დღის წინ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მარკეტინგის დირექტორის თანამდებობაზე გიორგი ბარკალაია დაინიშნა.

გიორგი ბარკალაია სხვადასხვა დროს მუშაობდა ისეთ კომპანიებში, როგორიცაა ტელეკომპანია „იმედი“, „ვითიბი ბანკი“,  „საქართველოს ეროვული ლატარეა“, „საქართველოს ბანკი“, „არტი ჯგუფი“, ვისოლ პეტროლიუმი“ და სხვა. ის არაერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტის ავტორია და მისი საქმიანობა ყველა ამ კომპანიაში სხვადასხვა წარმატებულ პერიოდს უკავშირდება. გიორგი ბარკალაია კავკასიის უნივერსიტეტის სრული პროფესორია და მან განათლება საქართველოსა და აშშ-ს უნივერსიტეტებში მიიღო.

შემთხვევითი სიახლე

გერმანიაში მეორადი ნივთების გაყიდვების ბუმია – სტერეოტიპების მსხვრევა და ეკონომიკური ტრენდები

გერმანიაში მეორადი მოხმარების ნივთების ბაზარი რეკორდულ ზრდას აჩვენებს და სულ უფრო პოპულარული ხდება მოსახლეობის ყველა …