ამერიკული კომპანია Trammo ანაკლიის პორტთან თანამშრომლობით დაინტერესდა

თბილისი (BPI) – უმსხვილესი ამერიკული კომპანია Trammo ანაკლიის პორტთან თანამშრომლობით დაინტერესდა.

Trammo ანაკლიის განვითარების კონსორციუმის წარმომადგენლებს უკვე შეხვდა. შეხვედრას „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური დირექტორი ლევან ახვლედიანი, Trammo – ს პრეზიდენტი ედვარდ ვაინერი, ვიცე პრეზიდენტი უიალიამ მარკშტეინი და ფინანსური დირექტორი ვილდან ბეკიროვი ესწრებოდნენ.

Trammo უმსხვილესი ამერიკული კორპორაცია და მინერალური სასუქების უდიდესი ტრეიდერია, რომელიც ანაკლიის პორტში ნაყარი ტვირთების ტერმინალის ინვესტირებით დაინტერესდა.

როგორც შეხვედრაზე Trammo- ს პრეზიდენტმა ედვარდ ვაინერმა განაცხადა, ანაკლიის პორტის პროექტი მათთვის განსაკუთრებით საინტერესოა და ისინი პორტთან თანამშრომლობას გრძელვადიან პერსპექტივაში განიხილავენ, თანამშრომლობის პროცესში კომპანია უზრუნველყოფს როგორც მაღალი ეკოლოგიური სტანდარტების დაცვას, ასევე ეცდება მნიშვნელოვან წვლილი შეიტანოს ქვეყნის განვითარებაში.

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა 4 თვეში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს უსაფუძვლოდ დარიცხული 120 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 2026 წლის იანვარიდან აპრილის ჩათვლით ელექტროენერგიის, ბუნებრივი …