“აირჩიე ქართული” – ქართული პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა “გუდვილში”

თბილისი (BPI) – წვენები, თაფლი, ხილი, სუნელები, საწებელი, ღვინო, ჩურჩხელა და მურაბები… ქართული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა-დეგუსტაციას ჰიპერმარკერ “გუდვილში” წელს უკვე მეშვიდედ უმასპინძლა. 

გამოფენა “აირჩიე ქართულის” ფარგლებში და წელსაც ტრადიციულად “გაყიდვების მართვის კომპანიის” ორგანიზატორობით 23-24 აპრილს გაიმართა. როგორც BPI-თან საუბრისას “აირჩიე ქართულის” მენეჯერი ნინო მოსიაშვილი აცხადებს, “გაყიდვების მართვის კომპანიამ” და გუდვილმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს , რომ ისინი ქართული პროდუქტების პოპულარიზაციაზე ზრუნავენ.

“ღონისძიება 2012 წლიდან იმართება და მასში წელს მონაწილეობა 50-მდე კომპანიამ მიიღო. გამოფენაზე წარმოდგენილი პროდუქციის შეძენა მომხმარებელს გაცილებით უფრო იაფად შეეძლო. ამ ღონისძიების შედეგად ქართული პროდუქციის მოთხოვნა წლებთან ერთად სულ უფრო და უფრო იზრდება. დღეისთვის ქართული კომპანიების დაინტერესება და ქართული პროდუქციის მოთხოვნა ბაზარზე წლებთან ერთად მეტად მასშტაბური ხდება”, – განმარტავს ნინო მოსიაშვილი.

ღონისძიების ,,აირჩიე ქართული გუდვილთან ერთად” მიზანია საქართველოს აგრარულ სფეროში მოქმედი მცირე რეგიონალური საწარმოების პოპულარიზაცია, მათი მხარდაჭერა და მომხმარებლისთვის გაცნობა.

გამოფენა-გაყიდვა წელიწადში ორჯერ, აღდგომის და ახალი წლის წინა კვირებში იმართება. ღონისძიებას მხარს უჭერს სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოოპერატივების მართვის სააგენტო და საქართველოს ფერმერთა ასოციაცია.

ნიშანი “აირჩიე ქართული” “გაყიდვების მართვის კომპანიის” მიერ არის შექმნილი. პროექტის ფარგლებში ორგანიზატორები რეგიონებში ეძებენ ქართული წარმოების ნატურალურ პროდუქციას, ეხმარება ასეთ საწარმოებს გაყიდვების, მენეჯმენტის, მარკეტინგის დაგეგმვაში.

ამჟამად “აირჩიე ქართულის’’ სავაჭრო ნიშნით საქართველოში რამდენიმე პროდუქტი: ნატურალური წვენები “ლივო”, თაფლი “მაჭახელას დათუნია”, ჩაი “ელიტა” და ჩაი “მარადიდი’” იწარმოება.

ელენე ცოტაძე, თამარ ძინძიბაძე – “საქართველოს უნივერსიტეტის” სტუდენტები

მასალა ქვეყნდება “საქართველოს უნივერსიტეტისა” და BPI-ს ერთობლივი პროექტის ფარგლებში

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …