Air France პარიზი-თბილისის მიმართულებით ფრენებს აპრილიდან განაახლებს

თბილისი (BPI) – 1 აპრილიდან, საფრანგეთის ეროვნული ავიაკომპანია AIR FRANCE პარიზი-თბილისის მიმართულებით ფრენებს განაახლებს.

ზაფხულის სეზონზე, პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით ფრენები კვირაში ორი სიხშირით, ეარბას A 320-21 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება (ჩამოფრენა ოთხშაბათს და შაბათს, გაფრენა – ხუთშაბათს და კვირას).
Air France სააქართველოს საავიაციო ბაზარზე 2019 წლის 31 მარტს შემოვიდა.

დღეისათვის Air France ფრენებს 170 მიმართულებით ახორციელებს. კომპანიის ავიაპარკი 212 სხვადასხვა ტიპის საჰაერო ხომალდისგან შედგება. Air France პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტში ბაზირებული ავიაკომპანიაა. შარლ დე გოლის ოპერატორი ფრანგული სახელმწიფო კომპანია ADP Group-ია, რომელიც TAV Airports-ის მთავარი აქციონერია.

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა „ჯივიპის“ მიერ მომხმარებლებზე განხორციელებული უსაფუძვლო დარიცხვების დაუყოვნებლივი შესწავლა დაიწყო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ბოლო დღეების განმავლობაში შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ …