Air Arabia-მ საქართველოს მიმართულებით ფრენები შესაძლოა ეგვიპტიდანაც განახორციელოს

თბილისი (BPI) – არაბული “ლოუკოსტერი” Air Arabia-მ საქართველოს მიმართულებით ფრენები შესაძლოა ახალი ლოკაციებიდან განახორციელოს.

ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში შედგა საქართველოს ელჩის შეხვედრა ავიაკომპანია Air Arabia-ს ეგვიპტის ფილიალის მენეჯერთან აშრაფ მაჰმუდთან და ამავე კომპანიის ფინანსურ მენეჯერ აჰმედ ელმასრისთან.

საელჩოს ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილული იქნა ეგვიპტესა და საქართველოს შორის ახალი მიმართულებებით პირდაპირი ფრენების განხორციელების შესაძლებლობა.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომავალშიც გააგრძელებენ კონსულტაციებს ამ საკითხთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ  Air Arabia საქართველოს ავიაბაზარზე უკვე წლებია ოპერირებს. ის თბილისის მიმართულებით რეისებს არაბთა გაერთიანებული საამიროების სიდიდით მესამე ქალაქიდან და შარჯის საამიროს ადმინისტრაციული ცენტრიდან, ქალაქ შარჯადან ასრულებს.

შემთხვევითი სიახლე

ლონდონის საფონდო ბირჟა: ვულოცავთ საქართველოს 500 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის 5-წლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის წარმატებულ განხორციელებას

საქართველოს მთავრობის მიერ 500 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ევროობლიგაციების წარმატებულ გამოშვებას ეხმაურება ლონდონის საფონდო ბირჟა. …