Aegean Airlines-ი საქართველოში ახალ რეგულარულ მიმართულებას ამატებს

მიმდინარე წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან, ბერძნული ავიაკომპანია Aegean Airlines-ი სალონიკი – თბილისი – სალონიკის საჰაერო ხაზზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებას იწყებს. ფრენები 2023 წლის 22 მაისიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით, ყოველ სამშაბათსა და პარასკევს შესრულდება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა მიმდინარე წლის 15 მარტს მიანიჭა.
ეგეოსის ავიახაზები საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2012 წლიდან ოპერირებს. COVID-19-ის გამო დაწესებული შეზღუდვების შემდეგ, ათენი – თბილისი – ათენის საჰაერო ხაზზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლა ავიაკომპანიამ 2021 წლის ივნისიდან განაახლა.

შემთხვევითი სიახლე

გერმანიაში მეორადი ნივთების გაყიდვების ბუმია – სტერეოტიპების მსხვრევა და ეკონომიკური ტრენდები

გერმანიაში მეორადი მოხმარების ნივთების ბაზარი რეკორდულ ზრდას აჩვენებს და სულ უფრო პოპულარული ხდება მოსახლეობის ყველა …