ADB საქართველოს მთავრობას ტექნოლოგიური ინოვაციების წახალისებას ურჩევს

აზიის განვითარების ბანკი (ADB) მიიჩნევს, რომ საქართველოს ბიზნესის განვითარებაში ტექნოლოგიური ინოვაციების წახალისება სჭირდება.

ADB-ის ანგარიშში ნათქვამია, რომ ქვეყანამ ინოვაციური ციფრული სერვისების განვითარებაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, თუმცა მთავრობას შეუძლია მეტად სანდო და ეფექტიანი გახადოს ელექტრონული კომერცია შესაბამისი საკანონმდებლო და მარეგულირებელი რეფორმების გატარებითა და გადასახადებისა და მოსაკრებლების მეტად ქმედითი მექანიზმების შემუშავებით.

საფინანსო ინსტიტუტის ანგარიშში მითითებულია, რომ მთავრობამ ასევე უნდა განაგრძოს განათლების რეფორმა და გააუმჯობესოს ციფრული ტექნოლოგიების სწავლება, განსაკუთრებით სოფლად, ეკონომიკის განვითარებაში მეტი ჩართულობის გასაძლიერებლად.

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა „ჯივიპის“ მიერ მომხმარებლებზე განხორციელებული უსაფუძვლო დარიცხვების დაუყოვნებლივი შესწავლა დაიწყო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ბოლო დღეების განმავლობაში შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ …