ADB-მა თბილისში პარტნიორ ბიზნეს-ორგანიზაციებს მიღებაზე უმასპინძლა

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) თბილისში პარტნიორ ბიზნეს-ორგანიზაციებს მიღებაზე უმასპინძლა. კერძო სექტორის სამოცამდე წარმომადგენელი დაესწრო მიღებას, მათ შორის იყო თიბისი ბანკის, საქართველოს ბანკის, კრედოს, ბაზისბანკის, კრისტალის, ევექსის, m2-ის, GGU-Aqualia-ს, Georgia Capital-ის მმართველი რგოლების წარმომადგენლები.
ცენტრალური და დასავლეთ აზიის რეგიონი ADB-ის კერძო სექტორის ოპერაციების სტრატეგიულ მიმართულებად რჩება. 2022 წელს ბანკმა $196 მილიონის ინვესტიცია ჩადო რეგიონის კერძო სექტორის ენერგეტიკის, ფინანსებისა და ჯანდაცვის პროექტებში. 2023 წლის იანვრიდან მარტამდე ADB-მ რეგიონში კერძო სექტორის დამატებით შვიდ გარიგებას მოაწერა ხელი, მათ შორისაა ენერგეტიკის, ფინანსების, მრეწველობის, ვაჭრობისა და სოფლის მეურნეობის პროექტები.

შემთხვევითი სიახლე

სოფელ ყიზილ-აჯლოსთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების აღდგენის პროცესი მიმდინარეობს

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილ-აჯლოს მოსახლეობის ინტერესების დაცვისა და უწყვეტი გაზმომარაგების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს ენერგეტიკისა და …