ADB ევექსის ობლიგაციებში ფულს აბანდებს

თბილისი (BPI) – აზიის განვითარების ბანკი (ADB) სს „ევექსის ჰოსპიტლები“-ს  ადგილობრივ ვალუტაში დენომინირებული ობლიგაციების გამოშვებაში 19,5 მილიონი ლარს აბანდებს.

ემისიის შედეგად მოზიდული თანხებისა და კომპანიის შიდა რესურსების მეშვეობით მოხდება „ევექსის ჰოსპიტლები“-ს ვალის ნაწილის რეფინანსირება და კომპანიის საოპერაციო ეფექტურობის, მომსახურების ხარისხისა და მმართველობის ხელშეწყობა.

ობლიგაციების საერთო მოცულობა 50 მილიონ ლარია. „ევექსის ჰოსპიტლები“ წამყვანი კომპანიაა საქართველოში და ლონდონის საფონდო ბირჟაზე გაცხადებული Georgia Healthcare Group PLC-ის სრულ მფლობელობაშია.

ADB საქართველოს 2007 წლიდან ეხმარება და ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი მრავალმხრივი განვითარების პარტნიორია. საქართველოში ADB-ის სუვერენული და არასუვერენული სესხების პორტფელი 3,5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, მათ შორის კაპიტალის ბაზრების განვითარებაში. 2019 წლის ნოემბერში, ADB-მა 85,05 მილიონი ლარი მოიზიდა ოფშორულ ბაზარზე ლარში დენომინირებული ობლიგაციების პირველადი გამოშვებით.

A

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …