8-მეტრიანი ISUZU-ს ავტობუსი პირველად წყნეთში გამოჩნდება

თბილისი (BPI) – წყნეთიდან სადგურის მოედნისკენ მოძრავი N34 ყვითელი ავტობუსები ახალი, ISUZU-ს მარკის ავტობუსებით ჩანაცვლდება.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა და ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „ჯი თი გრუპს“ შორის 220 ახალი, EURO 6-ის სტანდარტის, 8-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვის ხელშეკრულება მიმდინარე წლის 24 აპრილს გაფორმდა. ISUZU-ს მარკის 8-მეტრიან ავტობუსები 53 მგზავრზეა გათვლილი და სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. ავტობუსებში უზრუნველყოფილი იქნება ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემა.

ხელშეკრულების თანახმად, ISUZU-ს მარკის ავტობუსების თბილისისათვის მოწოდება მიმდინარე წლის სექტემბრიდან უნდა დაიწყოს და დეკემბერში უნდა დასრულდეს. ამჟამად N34 მარშრუტზე 12 ერთეული ავტობუსი მუშაობს.

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა 4 თვეში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს უსაფუძვლოდ დარიცხული 120 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 2026 წლის იანვარიდან აპრილის ჩათვლით ელექტროენერგიის, ბუნებრივი …