7-9 ივლისს, Expo Batumi-ის ორგანიზებით ExpoMed Batumi გაიმართება

7-9 ივლისს, კომპანია Expo Batumi-ის ორგანიზებით სამედიცინო ტურიზმის, ტექნოლოგიებისა და აღჭურვილობის მე-4 საერთაშორისო გამოფენა ExpoMed Batumi გაიმართება. ExpoMed Batumi-ის მიზანია საერთაშორისო და ადგილობრივი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების ერთ სივრცეში გაერთიანება, რაც უზრუნველყოფს ახალი კონტაქტების დამყარებასა და სამომავლო თანამშრომლობას.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება სამედიცინო აღჭურვილობა და ხელსაწყოები, ერთჯერადი მოხმარების საგნები, სადიაგნოსტიკო აპარატურა, პრევენციული და პოსტდიაგნოსტიკური მკურნალობა, სამედიცინო და ზოგადი მომსახურება, ჯანდაცვის ინფრასტრუქტურა, IT სისტემები, ორთოპედია, ფიზიოთერაპია/რეაბილიტაცია და სხვა.

ExpoMed Batumi-ს გამოფენაზე გაიმართება საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია და B2B შეხვედრები.

გამოფენაში მონაწილეობას იღებს 60-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო სამედიცინო დაწესებულება. გამოფენის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა სახის აქტივობა და მასტერკლასი.

ExpoMed Batumi-ის გამფოენის მსვლელობისას გაიმართება ‘’გაეცი სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე’’ სისხლის დონაციის აქცია.

ExpoMed Batumi-ის გამოფენის ფარგლებში ჩატარდება სამედიცინო კონფერენცია. გამოფენის მხარდამჭერები: აჭარის ა/რ მთავრობა, ბათუმის მერია, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, თურქეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტრო, BSU-საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი, საქართველოს სავაჭრო–სამრეწველო პალატა, აჭარის სავაჭრო–სამრეწველო პალატა, საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია (IIA), თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია (MÜSİAD), ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია (GÜRTİAD), აჭარის ტელევიზია, TV 25 და გაზეთი აჭარა.

შემთხვევითი სიახლე

დავით ნარმანიამ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია წაიკითხა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, პროფესორმა დავით ნარმანიამ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის …