7 დეკემბერს ენერგოომბუდსმენის სამსახური 20 წლის იუბილეს აღნიშნავს

7 დეკემბერს სემეკთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის (ენერგოომბუდსმენის) სამსახური აღნიშნავს 20 წლის იუბილეს. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის, ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები. აგრეთვე, იუბილეს დაესწრებიან უფლებადამცველი ორგანიზაციები და სხვა მოწვეული სტუმრები.

ღონისძიება გაიმართება საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, მისამართზე: ქ. თბილისი, ლ. გუდიაშვილის ქ. №7, დასაწყისი 11:00 საათზე.

შემთხვევითი სიახლე

საუდის არაბეთმა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დასაცავად 40 ქვეყნიდან ფრინველის ხორცისა და კვერცხის იმპორტი აკრძალა

საუდის არაბეთის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ (SFDA) მიიღო გადაწყვეტილება, დროებით შეაჩეროს ფრინველის ხორცის, კვერცხისა და …