64.7 მლნ-ად შეძენილია 220 ავტობუსი, ტენდერია კიდევ 200 -ის შესყიდვაზე

თბილისი (BPI) – თბილისში ISUZU-ს მარკის 8მ სიგრძის დიზელის ძრავზე მომუშავე, euro 6 ემისიის სტანდარტის 220 ავტობუსი შემოვიდა.

„60 უკვე თბილისშია, 10 ოქტომბრიდან იმოძრავებს. მადლობა სტუმრებს თურქეთიდან: „ანადოლუ ჯგუფის“ კორპორაციის პრეზიდენტს და გენერალურ დირექტორს, ასევე “ISUZU“ ჰოლდინგის დირექტორს” – კალაძემ აღნიშნა, რომ წელს ყველა ავტობუსი ჩამოვა რომ მოემსახუროს თბილისელებს და ჩამოსულებს. თბილისის მერმა თურქეთის ელჩსაც გადაუხადა მადლობა.

აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება და ავტობუსების პარკის ჩანაცვლება უმთავრესია, ყვითელი ფერის ავტობუსების უმძიმეს მდგომარეობის გათვალისწინებით. ისაუბრა ტაქსის რეფორმაზე.

“მე პირობა დავდე, რომ ჩვენი საზოგადოებრივი ტრანსპორტი თავისი ინფრასტრუქტურით: გზებით, ავტობუსის ზოლებით, თვითონ ავტობუსებით, ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო იქნება. ჩვენ ამას შევძლებთ”.

220 ერთეული ISUZU-ს მარკის ავტობუსი,21 სავარძლით, 53 მგზავრზეა გათვლილი. სრულად ადაპტირებულია შშმ პირზე,  მუნიციპალური ავტოპარკის განახლების მიზნით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ შეისყიდა. განთავსებულია wifi მოდემი, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის საინფორმაციო ხმოვანი სისტემები. ავტობუსის სალონში დამონტაჟებულია ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემა და usb-დამტენები. პროექტის მთლიანი ღირებულება 64.8 მლნ-ია.

ძველი ავტობუსების ახალი ავტობუსებით ჩანაცვლება უახლოეს დღეებში დაიწყება და წლის ბოლომდე დასრულდება. უკვე ცნობილია მარშრუტები, როგორ გადანაწილდება 36 ავტობუსი გადანაწილდება: 12 ძველი „ბოგდანი“, პირველად, წყნეთი – სადგურის მოედნის N34 მარშრუტზე ჩანაცვლდება. რამდენიმე დღის ინტერვალით  გავა  N28 – სვანეთის უბანი – მარჯანიშვილის მოედანი (4);  N42 – იყალთოს გორა – ბარათაშვილის ქუჩა (4);  N56 – ორხევი – მეტროსადგური „ისანი“ ( 5 ) ერთეული; N66 – სადგურის მოედანი – შატბერაშვილის ქ (ზემო ვაკე) –( 3 ); N78 – სადგურის მოედანი – ჯაფარიძის ქუჩა (ზემო ვერა) – (4); N108 – სოფელი გლდანი – მეტროსადგური „ახმეტელის თეატრი“ – (4).

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …