6 – 10 ივნისის კვირის შეჯამება

მედიაჰოლდინგ „კომერსანტის“ მმართველი პარტნიორი გიორგი აბაშიშვილი რადიო „კომერსანტზე“ თავის რუბრიკაში საქართველოსა და მსოფლიოში გასული კვირის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს აჯამებს. მიმდინარე კვირაში ანალიტიკური ცენტრის „ჯეოქეისის“ და საინფორმაციო სააგენტო „კომერსანტის“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ონლაინ დისკუსია „სანქციების პრაქტიკული ანალიზი და საქართველოს ეკონომიკის გამოწვევები“ გაიმართა. დისკუსია ეხებოდა ისეთ მნიშვნელოვან თემას, როგორიც  სანქციებია. აბაშიშვილის თქმით  სანქციები, რომელზეც  საუბარი არ წყდება, ვერც მომავალში შეწყდება, რადგან კიდევ  უფრო მეტად აქტიურდება ევროკავშირის მხრიდან  რუსეთის მიმართ  სანქციები და აქ ყოველთვის გაჩნდება კითხვა თუ რას აკეთებს საქართველო.

„სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანი იყო, რომ გადაწყვეტილების მიმღები პირების  მონაწილეობით მოგვეწყო ეს  დისკუსია, დისკუსიამ გვაჩვენა ის, რომ  როგორც ვიცე-პრემიერი, ისე ფინანსთა მინისტრი, ისე ჯეოქეისის  თავმჯდომარე ვიქტორ ყიფიანი საუბრობდნენ იმ კომპონენტებზე, რომ საჭიროა, ბიზნესის ინფორმირება. ამ შემთხვევაში ბიზნესს ბოლომდე არ ესმის და არ არის ინფორმირებული თუ რას მოიცავს  სანქციები, ანუ სად უნდა იფრთხილონ , სად უნდა გამოიჩინონ მეტი წინდახედულობა, როგორ უნდა იმოქმედონ, ბუნებრივია არავის არაფრის დარღვევა არ უნდა და რადგან ჩვენ ვართ საერთაშორისო სანქციების ერთგულები, ცხადია, რომ ჩვენმა ბიზნესმაც არ უნდა დაუშვას შეცდომა. შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ყველა სპიკერი საუბრობდა იმაზე, რომ ბიზნესის ინფორმირება უნდა მოხდეს. აქტუალური იყო მეორადი სანქციებიც, რომელიც რთულად გასაშიფრია და ამიტომ საჭიროა, რომ საქართველოში ბიზნესი უფრო ინფორმირებული იყოს. ჩვენ ჩვენდაუნებურად შეიძლება აღმოვჩნდეთ ვითარებაში, რომ ვიღაცამ შეიძლება შეცდომა დაუშვას და ეს ქვეყნის რეპუტაციული ზიანი იყოს“. –  აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

აბაშიშვილის თქმით თუ ჩვენ დავაკვირდებით ევროკავშირის სანქციების პოლიტიკას, ეს ძალიან სწორად და  გეგმაზომიერად წარმართულია, ისინი  სანქციების ყოველი პაკეტის შემდგომ ახდენენ საკონტროლო გასროლას და  უფრო მეტ დარტყმას აყენებენ რუსეთს.

„სუსტი ევროკავშირი კი არ გვინდა ძლიერი ევროკავშირი გვინდა, რაღაცები დროში გაიწელება, მაგრამ პრაგმატული ევროკავშირი მოქმედებს ისე, რომ მისი სიძლიერეც შეინარჩუნოს და რუსეთიც დაასუსტოს. მე მგონია, რომ ჩვენ მაგალითი მათგან უნდა ავიღოთ და ასე ვმოქმედებდეთ.

ჩემთვის, როგორც ვიცე-პრემიერისგან და ფინანსთა მინისტრისგან საინტერესო იყო ის , რომ ჩვენი მოქმედებები საერთაშორისო პარტნიორებთან სრულ კოორდინაციაშია, ვიცე-პრემიერმა საუბრისას ქვეყნებიც კი ჩამოთვალა თუ რომელ  ქვეყნებთან ვართ  მჭიდრო კოორდინაციაში, ფინანსთა მინისტრი საუბრობდა, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან არის რისკ  სცენარები.. არ მაქვს განცდა, რომ რამეს ჩამოვრჩით , ემოციურად უფრო მეტი გვინდა, მაგრამ ამ სანქციებთან დაკავშირებით ბევრი დეტალია. მაგალითად ამ თემაზე ვინმე მუშაობს ? იმიტომ რომ სერიოზულად შეიძლება ამ დეტალების არ ცოდნამ რეპუტაციულად დააზიანოს ქვეყანა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ის, რომ როცა ჩვენ რისკ ფაქტორებზე ვსაუბრობთ ამ შემთხვევაში უნდა ვთქვათ, რომ საქართველო არის თუ არა მზად იმისთვის, რომ მისდაუნებურად თუ რომელიმე კომპანია  აღმოჩნდება სანქციების სიაში შეძლოს გადაწყვეტილების მიღება“. –  აღნიშნა გიორგი აბაშიშვიმა.

გიორგი აბაშიშვილმა  VTB ბანკის და „ბორჯომის“ ქეისებზეც ისაუბრა და განმარტა, რომ VTB  ბანკის ქეისი იყო იდეალურად შესრულებული, თუმცა „ბორჯომის“ შემთხვევაში დაბნეულობა იყო.

„მე არ მინახავს VTB ბანკის გაფიცული თანამშრომლები, მათი ეჭვები და კითხვები, რაც შეეხება ბორჯომის შემთხვევას ფაქტია, რომ დაბნეულობა იყო. ზოგადად გამოუვალ სიტუაციაში შეიძლება, რომ სახელმწიფო ასეთ ნაბიჯებს დგამდეს, მაგრამ მუდმივად ხომ ვერ გადადგამს, მე იმედი მაქვს რომ ბევრი კომპანია  არ აღმოჩნდება ამ დღეში , მაგრამ ყველას გამოვისყიდით? თუ მზად ვართ ეს ფული სად არის“ ? –  აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

აბაშიშვილის თმით საჭიროა მეტი და პროაქტიული კომუნიკაცია სახელმწიფოს მხრიდან. მისივე თქმით შემდეგ სოციალური  პაკეტების დარიგებას საინფორმაციო ლოგისტიკური კუთხით დახმარება ჯობია.

„მსოფლიო ბანკიც ამბობს იმას, რომ მიწოდების ჯაჭვები იმდენად ირევა, რომ სახელმწიფო კომპანიებს უნდა დაეხმაროს.

ფინანსთა მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა შუა დერეფნის უპირატესობაზე ისაუბრეს და მე შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ მხოლოდ რამით კი არ  ვსარგებლობთ , არამედ ვეხმარებით. ჩემი აზრით ევროკავშირს ენერგეტიკული და ეკონომიკური  უსაფრთხოების მიმართულებით ძალიან დავეხმარებით, ბუნებრივია ჩვენ იმის ამბიცია არ გვაქვს, რომ ეს გადამწყვეტია, მაგრამ ეს არის ერთი მნიშვნელოვანი ხაზი, რომელიც ჩვენ უნდა გავატაროთ. მე მგონია, რომ ახლა როგორ  არასდროს ეს  შესაძლებლობა გვაქვს.   –  აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

აბაშიშვილის თქმით, ის რომ ქვეყანაში კარგი ტენდენციებია ამის ჩვენებაც კი მნიშვნელოვანია, მისივე თქმით ის რომ რეინვესტირების წილი სტაბილურად მაღალია , შენარჩუნებულია და  პოზიტიურ  სიგნალებს  იძლევა ესეც  საჩვენებელია“. – აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …