6 თვეში ნავთობის დისტილატების რეალიზაციის, ტრანსპორტირებისა და შენახვის წესების დარღვევის 6 ფაქტი გამოავლინეს

მიმდინარე წლის იანვარი-ივნისის თვეების მონაცემებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული კონტროლის ღონისძიებების შედეგად, 22588 ლიტრი აღურიცხავი ნავთობის (დიზელი) შენახვა-ტრანსპორტირება-რეალიზაციის  6 სამართალდარღვევა გამოავლინეს.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 1551  მუხლის შესაბამისად, სამართალდამრღვევ პირებს შეეფარდათ ადმინისტრაციული სახდელები და საქმეები ქვემდებარეობის მიხედვით გადაეგზავნა შესაბამის სასამართლო ორგანოებს.

შემთხვევითი სიახლე

სოფელ ყიზილ-აჯლოსთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების აღდგენის პროცესი მიმდინარეობს

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილ-აჯლოს მოსახლეობის ინტერესების დაცვისა და უწყვეტი გაზმომარაგების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს ენერგეტიკისა და …