6 თვეში ნავთობის დისტილატების რეალიზაციის, ტრანსპორტირებისა და შენახვის წესების დარღვევის 6 ფაქტი გამოავლინეს

მიმდინარე წლის იანვარი-ივნისის თვეების მონაცემებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული კონტროლის ღონისძიებების შედეგად, 22588 ლიტრი აღურიცხავი ნავთობის (დიზელი) შენახვა-ტრანსპორტირება-რეალიზაციის  6 სამართალდარღვევა გამოავლინეს.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 1551  მუხლის შესაბამისად, სამართალდამრღვევ პირებს შეეფარდათ ადმინისტრაციული სახდელები და საქმეები ქვემდებარეობის მიხედვით გადაეგზავნა შესაბამის სასამართლო ორგანოებს.

შემთხვევითი სიახლე

მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების მფლობელთა საყურადღებოდ!

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურებთან დაკავშირებით „ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელის წესებში“ …