500 კადრი საქართველოზე – ფოტოკონკურსი „შეიმეცნე საქართველო, დაისვენე და გაერთე კომფორტულად“ დასრულდა

დასრულდა ჟურნალ National Geographic – საქართველოს და კომპანია „სილქ ჰოსფითალითის“ ერთობლივი ფოტოკონკურსი – „შეიმეცნე საქართველო, დაისვენე და გაერთე კომფორტულად.“

 

ამჯერად, YourShot – საქართველოს ფოტო კონკურსი მიზნად ისახავდა ისეთი მიმზიდველი ადგილების პოპულარიზაციას, რომლებშიც კერძო სექტორის ინვესტიციების შედეგად გამორჩეული გარემოა შექმნილი, როგორც ტურისტებისთვის, ისე განტვირთვისა და კომფორტული დასვენების მოყვარულებისთვის.

 

მონაწილეებმა საქართველოს უნიკალური ადგილებისა და სტუმარ-მასპინძლობის ამსახველი  საინტერესო კადრები წარადგინეს. დასკვნით ღონისძიებაზე გაიმართა რჩეული ფოტოების გამოფენა და ადგილზე გამოვლინდნენ გამარჯვებულები. კონკურსის ფარგლებში მიღებული იქნა 500-მდე კადრი, რომელთაგან სპეციალურმა ჟიურიმ გამოფენისთვის 30 -მდე ფოტო შეარჩია. მათ შორის კი დასახელდა სამი გამარჯვებული, რომელთაც ფულადი პრიზები გადაეცათ, ფოტოტექნიკის შესაძენად. ასევე, სპონსორმა სპეციალური პრიზებით დააჯილდოვა კომპანია „სილქ-ჰოსფითალითის“  რჩეული კადრების ავტორები.

 

I  ადგილის მფლობელი გახდა – ბილი ბილიხოძე. მისი კადრი „პარალელური ბათუმი“ National Geographic – საქართველოს ნომერში დაიბეჭდება.

II  ადგილის საპრიზო ვაუჩერი გადაეცა ზაქარია ჭელიძეს, ხოლო III – გიორგი შერმაზანაშვილს.

„მოხარული ვართ, რომ რიგით მეთერთმეთე Yourshot -საქართველოს ფოტოკონკურსმა წარმატებით ჩაიარა. მადლობა მინდა ვუთხრა ყველა მონაწილეს ვინ გამოგზავნა კადრები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია წავახალისოთ დამწყები და ასევე პროფესიონალი ფოტოგრაფები, მივცეთ მათ შემოქმედებითი უნარის გამოვლენის, ექსპერიმენტების ჩატარების, საკუთარი თავის გამოხატვის თუ მათი თვალით დანახული სამყაროს სხვებისთვის გაზიარების საშუალება. მადლობა კომპანია „სილქ ჰოსფითალითის“, რომელიც ფოტოკონკურსის მხარდამჭერი იყო.“ -ანი ცაბაძე, National Geographic – საქართველოს გამომცემელი, დირექტორი.

National Geographic-ი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჟურნალია, რომელიც 1888 წლიდან გამოდის. ჟურნალი იბეჭდება 26 ენაზე და 100-ზე მეტ ქვეყანაში ვრცელდება.

ქართულ ენაზე ჟურნალი 2012 წლიდან კომპანია „სილქნეტის“ მხარდაჭერით გამოიცემა და უკვე ათი წელია National Geographic – საქართველო ემსახურება საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ნებისმიერი საბუნებისმეტყველო, ისტორიულ, სოციალურ, ტექნოლოგიების  თუ მეცნიერებების სფეროებში.

ფოტო კონკურსის  “შეიმეცნე საქართველო | დაისვენე და გაერთე კომფორტულად”   რჩეული ფოტოები

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …