50%-იანი ფასდაკლება პირის ღრუს მოვლის საშუალებებზე 21 და 22 დეკემბერს – PSP მომხმარებლისადმი მადლიერების კაპმანიას აგრძელებს

თბილისი (BPI) – PSP „მომხმარებლისადმი მადლიერების“ გამოხატვის კაპმანიას აგრძელებს – 21 და 22 დეკემბერს მთელი საქართველოს მასშტაბით PSP-ს ყველა აფთიაქში მომხმარებელი პირის ღრუს მოვლის საშუალებებს 50%-იანი ფასდაკლებით შეიძენს.
მომხმარებლისადმი მადლიერება PSP-მ წელს პირველად 28-29 ნოემბერს კოსმეტიკური ბრენდების პროდუქციაზე 50%-იანი ფასდაკლებით აღნიშნა.

21 და 22 დეკემბერს „მადლიერების კამპანიის“ ფარგლებში PSP-ს ყველა აფთიაქში მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს 50%-იანი ფასდაკლებით პირის ღრუს მოვლის საშუალებები: კბილის პასტები, ჯაგრისები, პირის ღრუს სავლები, ძაფები, კბილის ემალის გამათეთრებელი საშუალებები, ბრეკეტების მოვლის საშუალებები, პროთეზის მოვლის საშუალებები, რომლებიც წარმოებულია მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მიერ: აქვაფრეში, ბლენქსი, ბიორეპაიარი, სილვერ-ქეა, სპლატი, ბლენდამედი, პიავე, როქსი, ნუბი, კორეგა, ლისტერინი, ორალ-ბი, პაროდონტაქსი, რიჩი, დოქტორ ბრაუნი, პაროდიუმი, პლაქსი, პრეზიდენტი, სენსოდინი, ფიტიდენტი, კოლგეითი და სხვ.

„PSP-ს მთავარი პრიორიტეტი 25 წელია მომხმარებელი, მისი ინტერესებზე ორიენტირებული საქმიანობა და სარგებლიანი პირობების შექმნაა. ცოტა ხნის წინ საფუძველი ჩაეყარა PSP-ს ახალ კამპანიას „მომხმარებლისადმი მადლიერების დღის“ აღნიშვნას. მომხმარებელს დავპირდით, რომ გარკვეული პერიოდულობით განსაკუთრებულ და საინტერესო შეთავაზებების გავუკეთებდით. 21 და 22 დეკემერს ამ კამპანიის ფარგლებში პირის ღრუს 1000-ზე მეტ საშუალებაზე მთელი საქართველოს მასშტაბით 50%-იან ფასდაკლებას ვთავაზობთ. „მომხმარებლისადმი მადლიერების დღის“ აღნიშვნა PSP-ში ტრადიციად იქცევა“- აცხადებენ კომპანიაში.

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა ISO 9001:2015 ხარისხის მართვის განახლებული სერტიფიკატი მიიღო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ საქმიანობის ხარისხის მართვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა კვლავ …