5 მლნ ევროს ინვესტიცია – ქობულეთში ჩილიმის არომატების საწარმო აშენდა

5 მლნ ევროს ინვესტიცია – ახალი საწარმო ქობულეთში. როგორც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, ქობულეთში, სოფელ მუხაესტატეში, ჩილიმის არომატების საწარმო აშენდა. საწარმოს მშენებლობისა და აღჭურვის პროცესში 5 მლნ ევროს ინვესტიცია განხორციელდა.

საწარმო ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრისთვის მაღალი ხარისხის ქართული პროდუქტის, ჩილიმის არომატების მიწოდებას უზრუნველყოფს. კომპანია H HOOKAH საწარმოში დამზადებული ნაწარმის რეალიზება საერთაშორისო ბაზარზე ხდება – „სიამაყით დამზადებულია საქართველოში“.

საერთაშორისო სტანდარტების საწარმოში ამ ეტაპზე 35 ადამიანია დასაქმებული. ბრენდი H HOOKAH WIPO-ს საერთაშორისო ორგანიზაციაშია რეგისტრირებული და 180 ქვეყანას აერთიანებს.

საწარმოს გახსნის ღონისძიებას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოსა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

შემთხვევითი სიახლე

პროექტის – „ელექტროენერგიის გზა დაბადებიდან ჩვენამდე“ გამარჯვებულები სემეკს, ტექნიკურ უნივერსიტეტსა და საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას ესტუმრნენ

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის პროექტის, „ელექტროენერგიის …