5 თვეში უცხოეთის ბაზრებზე 33,6 მლნ ბოთლი ქართული ღვინო გაიყიდა

თბილისი (BPI) – 2019 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან მსოფლიოს 39 ქვეყანაში 33,6 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც 2018 წლის ამავე მაჩვენებელს 6%-ით აღემატება.  ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 87 მლნ აშშ დოლარს აჭარბებს,  რაც 2018 წლის ანალოგიურ  მონაცემზე 16%-ით მეტია.

ექსპორტი გაიზარდა ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: აშშ – 126% (322835 ბოთლი), ჩინეთი – 27% (2972733) და პოლონეთი – 18% (1540182). ზრდა აღსანიშნავია ასევე შემდეგ ქვეყნებში: საფრანგეთი – 91% (46254), ისრაელი – 72% (131184), ლიეტუვა – 57% (270564), ბელარუსი – 47% (680906), ესტონეთი – 33% (287582), ნიდერლანდები – 27% (42380), კანადა – 26% (76860), მონღოლეთი – 22% (106452), გერმანია – 9% (274721), რუსეთი – 5% (21372581) და ა.შ.

ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულია: რუსეთი (21372581), უკრაინა (3080562), ჩინეთი (2972733), პოლონეთი (1540182) და ყაზახეთი (1223256).

შემთხვევითი სიახლე

სემეკსა და რუმინეთის ენერგეტიკის მარეგულირებელ ორგანოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა (სემეკ) და რუმინეთის ენერგეტიკის მარეგულირებელ ორგანოს შორის ურთიერთთანამშრომლობის …