$48 მლნ-იანი ინვესტიცია – თბილისში სასტუმრო Wyndham Grand Tbilisi იხსნება

თბილისი (BPI) – თბილისში სასტუმრო Wyndham Grand Tbilisi იხსნება. სასტუმროს მშენებლობა საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის ინიციატივა იყო, რომელიც შემდგომ პალატის წევრმა კომპანიამ „სიტი ემ“ (City M) გადაიბარა.

პროექტში 48 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. კომპანიამ ბრენდი „ვინდამ გრანდი“, რითაც ხელი შეუწყო ქვეყნის ტურისტულ ბაზარზე მსოფლიოში სასტუმროების უმსხვილესი ფრენჩაიზერის შემოსვლასა და 300-მდე ადამიანის დასაქმებას.

სასტუმრო ოფიციალურად 2 მაისს გაიხსნება და გახსნის ცერემონიას მთავრობის წევრებიც დაესწრებიან.

კომპანია Wyndham Hotels & Resorts მსოფლიო მასშტაბით 80-ზე მეტ ქვეყანაში 9000-მდე სასტუმროს აერთიანებს და მისი პორტფელი სასტუმროების ისეთ ქსელს მოიცავს, როგორიცაა Wyndham Grand®, Wyndham®, Wyndham Garden®, Ramada®; ჯამში 20-მდე სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდი. მნიშვნელოვანია ისიც, რომ Wyndham Hotels & Resorts სასტუმროების მართვის სერვისის

წამყვანი მიმწოდებელია. ბრენდი წარმოდგენილია მსოფლიო მასშტაბით ისეთ წამყვან ტურისტულ ცენტრებში, როგორებიცაა: ლონდონი, ნიუ-იორკი, ჩიკაგო, სტამბოლი, ათენი, შანხაი და სხვა. ჩვენთვის საამაყოა, რომ ამ სიას სულ მალე თბილისიც დაემატება.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი და იუნისეფი იწყებენ თანამშრომლობას განახლებადი ენერგიის, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის მიზნით

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ …