მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ ქართული კულტურის ცენტრის აშენების მიზნით  შევქმნით სამთავრობო კომისიას – პრემიერი

როგორც იცით, საქართველოს გადაეცა 4 000 კვ.მ მიწა მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, ამ წმინდა მიწაზე ქართული კულტურის ცენტრის აშენებას ვგეგმავთ. სწორედ ამ მიზნით ჩვენ შევქმნით სამთავრობო კომისიას და დავიწყებთ მუშაობას კონცეფციაზე, პროექტზე და შემდეგ უკვე მშენებლობაზე გადავალთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ამ პროცესში მისი უწმინდესობის როლს.

„მასთან ერთად კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას იორდანიის მეფე აბდულა მეორეს, პრინც ღაზის, იერუსალიმის პატრიარქ თეოფილუსს, იორდანიის არქიეპისკომოსს და ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში, განსაკუთრებით ჩვენს ელჩს იორდანიაში ზაზა კანდელაკს და საგარეო საქმეთა სამინისტროს.

როგორც მოგახსენებთ, ამ მიზნით დღეს შევქმნით კომისიას. კომისიის მუშაობაში მონაწილეობა ასევე ჩვენ ვთხოვეთ საპატრიარქოს წარმომადგენლებს, კერძოდ, მეუფე შიოს, მეუფე გერასიმეს, მეუფე დავითს, მეუფე თეოდორეს და დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

 

შემთხვევითი სიახლე

სემეკის ბიუჯეტის ზრდა ბუნებრივია, რადგან ბოლო 10 წელში მათი საქმიანობის არეალი გაზრდილია – ვახტანგ ჭარაია

“სემეკის საქმიანობა 2013 წელთან შედარებით დღეის მდგომარეობით გაცილებით გაზრდილია, შესაბამისად, მეტი თანხა რომ დაიხარჯება მათ …