3D პრინტერზე დაბეჭდილი სარქველები COVID-19-ის წინააღმდეგ – Edison-ის შეთავაზება ექიმებს

თბილისი (BPI) – კორონავირუსის დასაძლევად, ქართული კომპანია Edison Tech Solutions-ი სახელმწიფოს 3D პრინტერზე დაბეჭდილ სარქველებს სთავაზობს. ვინაიდან სარქველების ქარხნული ვარიანტები კორონავირუსის გავრცელების გამო მსოფლიოში დეფიციტშია და არც თუ ისე იაფი ღირს, კომპანიამ გადაწყვიტა საქართველოს საავადმყოფოებს ქარხნული სარქველების ჩასანაცვლებელი ვარიანტი სრულიად უსასყიდლოდ შესთავაზოს.

ნაწარმი COVID-19-ით ინფიცირებულ ადამიანებს სუნთქვაში ეხმარება. უფრო კონკრეტულად, სარქველი უერთდება ჟანგბადის ბალონსა და ვენტილატორს, რომელიც ადამიანს სუნთქვაში მექანიკურად ეხმარება მაშინ, როდესაც ფილტვებს ეს უჭირს.

ერთი ცალი სარქველის დაბეჭდვას 3D პრინტერი დაახლოებით 2 საათს ანდომებს. შესაძლებელია ერთ ბეჭდვაზე, რამდენიმე სარქველის ერთად გაშვებაც, რაც დროის მოგების საშუალებას იძლევა. კომპანია გარკვეული რაოდენობის 3D პრინტერებს ფლობს და რამდენიმე ასეული ცალი სარქველის დამზადების რესურსი გააჩნია.

როგორც Edison Tech Solutions-ის დამფუძნებელმა გივი ბერიძემ ბიზნესპარტნიორთან აღნიშნა, საქართველოში 3D პრინტერების დიდი ბაზა არსებობს და საჭიროების შემთხვევაში სარქველების დაბეჭდვა და მიწოდება მოკლე დროში მოხდება.

„ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად ყველა გზას უნდა მივმართოთ და ეს სარქველები გამოვიყენოთ. საჩვენებელი მოდელი დავამზადეთ PLA ბიოდეგრადირებად მასალაზე, რომლის დამუშავება სტერილურად შესაძლებელია. კარგი იქნებოდა გვქონოდა sls პრინტერი საქართველოში, რომელზეც უფრო უკეტესი მასალით PA12-ით მოხდებოდა დაბეჭდვა. თუ საჭირობა დადგება სარქველების გამოყენებისა ჩვენ ვაპირებთ პოლიეთილენის მასალით დავბეჭდოთ ისინი, რადგან სარქველები სტერილურად ყველაზე კარგად FDM ტიპის პრინტერებში მუსლშავდებიან,“ – Edison Tech Solutions-ის დამფუძნებელი გივი ბერიძე.

ვინაიდან, სხვადასხვა ბრენდის ვენტილატორებს სხვადასხვა ვიზუალის სარქველი აქვს, Edison Tech Solutions მზადყოფნას გამოთქვამს, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოში არსებული ჟანგბადის აპარატებისათვის კონკრეტული მოდელი დახაზოს, მოარგოს მას და შემდგომ დაბეჭდოს 3D Printer-ებზე.

ბიზნესპარტნიორი

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …